"მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ. კახი ბიზნესმენია და ხშირად გვიწევს მოგზაურობა" - რას საქმიანობს მაკა ასათიანის რძალი? - კვირის პალიტრა

"მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ. კახი ბიზნესმენია და ხშირად გვიწევს მოგზაურობა" - რას საქმიანობს მაკა ასათიანის რძალი?

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც მაკა ასა­თი­ა­ნის რძა­ლი გახ­და. მან და მა­კას უფ­როს­მა ვაჟ­მა კახი ჟორ­და­ნი­ამ 2017 წლის 11 სექ­ტემ­ბერს იქორ­წი­ნეს.

რო­გორც მათ ქორ­წილს, ისე შემ­დგომ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას დღემ­დე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და და ადევ­ნებს თვალს. წყვილს ერთი გო­გო­ნა - ლეა ჰყავს.

მაკა ასა­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის, რად­გან მისი რძა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი აქ ცხოვ­რო­ბენ. ისე კი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლი ვიკა კა­ლან­დი­ას რუბ­რი­კა­ში ამ­ბობ­და, რომ მის­თვის მაკა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია.

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას მაკა იო­სე­ლი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ქალი წლე­ბია რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რის­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბამ­დე კი მუ­შა­ობ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას ნა­ნი­კოს გარ­და კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად მი­ლან­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა... თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში და­ი­წყო. მა­გის­ტრა­ტუ­რა ჯი­პა­ში გა­ი­ა­რა. შემ­დეგ იყო პა­რი­ზი, სა­დაც კორ­დონ ბლუს კუ­ლი­ნა­რი­ის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

ამ­ბობს, რომ ეს იყო მისი ოც­ნე­ბა, ოღონდ ჰო­ბის დო­ნე­ზე... ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფიქ­რობ­და, რომ კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­უ­ლად და­ე­უფ­ლე­ბო­და. დი­ლის 6-დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. ნა­ნი­კოს თქმით, ბევ­რჯერ უტი­რია და იქა­უ­რო­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სერ­თი­ფი­კა­ტი მა­ინც აიღო.

ნა­ნი­კომ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია აირ­ჩია და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ახა­ლი კი პრო­ფე­სი­ას ახალ ბიზ­ნეს პრო­ექ­ტში იყე­ნებს.

და­დის იო­გა­ზე, ჰყავს პი­რა­დი სენ­სეი, უყ­ვარს თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მა.

"ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ჩემ­თვის მენ­ტა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის თან­ხვედ­რაა. ამის­თვის მხო­ლოდ სწო­რი კვე­ბა ან მხო­ლოდ ვარ­ჯი­ში და მე­დი­ტა­ცია არ არის საკ­მა­რი­სი. პი­რა­დად, ვცდი­ლობ ჩემი საკ­ვე­ბი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მარ­ტი­ვი კერ­ძე­ბის­გან შემ­დგა­რი. ამას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ, კვი­რა­ში სა­შუ­ა­ლოდ 4-5-ჯერ. ვე­უფ­ლე­ბი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა გო­ჯუ­რი­ოს. ჩემი სენ­სეი ლე­ვან რო­გა­ვაა. ამ ხე­ლოვ­ნე­ბას დიდ დროს ვუთ­მობ, რად­გან ის სწო­რად გან­სა­ზღვრავს ჩემ­თვის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს − მენ­ტა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ბა­ლანსს. გარ­და ამი­სა, ვჯი­რი­თობ და გარ­კვე­ულ დროს ვუთ­მობ იო­გას", - ამ­ბობს OK! MAGAZINE -თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­ნი­კო..

მო­დე­ლო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი. მაგ­რამ პო­დი­უმ­ზე ზრდას­რულ ასა­კამ­დე არ გა­მო­სუ­ლა. ეს ამ­პლუა არ ხიბ­ლავ­და, თუმ­ცა გა­ვი­და წლე­ბი და პა­რიზ­ში ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე ნა­ნი­კო ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლი იყო.

მე­უღ­ლემისი ცხოვ­რე­ბა ორად იყო­ფა, კა­ხიმ­დე და კა­ხის გაც­ნო­ბის შემ­დეგ... შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახალ შეგ­რძნე­ბებს პო­უ­ლობს. ყო­ველ­თვის სა­ათს უყუ­რებს, რო­დის მივა და დროს ლე­ას­თან გა­ა­ტა­რებს... კახი ჟორ­და­ნი­ას ოჯახს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ახ­ლოს სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე იქორ­წი­ნეს, პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის კაბა ეცვა. ამ­ბობს, რომ ეს დღე მის­თვის და მისი მე­გობ­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა.

კახი კი პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან იმ­დე­ნად ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნად იქცა, რომ ლო­გი­კუ­რი იყო, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

"კახი ბიზ­ნეს­მე­ნია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად გვი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გა­დად, საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ლე­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა პრინ­ცი­პი მა­ვი­წყდე­ბა. მისი აღ­ზრდის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვია, ახერ­ხებს, რომ ყვე­ლამ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლოს", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ში. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

ინტერვიუ სრულად - ჟურნალი OK