"მატარებლიდან გამოსვლის მომენტიდან, პირველი, რაც დავინახე ძაღლის ექსკრემენტები იყო, ასევე ბევრი ნაგავი და ჭუჭყი“ - ბელარუსი ბლოგერი საქართველოში ცხოვრებას აღწერს
ბელარუსი ბლოგერი ქალბატონი, რომელიც, როგორც ირკვევა, თბილისში საცხოვრებლად ბოლო მოვლენების შემდეგ ჩამოვიდა, საქართველოში ცხოვრებას არაერთ ბლოგს უძღვნის. მას დეტალურად აქვს აღწერილი თბილისში ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. გარემო, საჭმელი, ქუჩები, ხალხი - ბლოგერს შეძლებისდაგვარად ყველაფერზე აქვს თავისი პოზიცია გამოხატულიდა თანამემამულეებს რჩევებსაც აძლევს.
"მე მიყვარს სისუფთავე და აკურატულობა. მინსკში ამისი პრობლემა არ მქონდა, მაგრამ თბილისში ჩამოსვლისთანავე შოკი მივიღე.
მატარებლიდან გამოსვლის მომენტიდან, პირველი, რაც დავინახე ძაღლის ექსკრემენტები იყო, ასევე ბევრი ნაგავი და ჭუჭყი. ერთი პერიოდი ვიფიქრე, რომ არასწორ ადგილას ჩამოვედი, კიდევ უფრო მერე ვფიქრობდი, რომ საერთოდ შეცდომით მატარებელში ჩავჯექი.
სამი სიტყვა რომ მქონდეს თბილისის ასაღწერად, ვიტყოდი: უწესრიგობა, სიმკვეთრე, ლამაზი ბუნება.
საქართველოში ცხოვრების დადებითი მხარეები:
უზომოდ ლამაზი და მრავალფეროვანი ბუნება. აქ ასახსნელიც არაფერია, საქართველო - ძალიან ლამაზი ქვეყანაა. აქ არის მთაც, ზღვაც, ტყეც და ბუნების სილამაზეც. სწორედ ამიტომ იზიდავს აქაურობა ბევრ უცხოელს. ლამაზი ადგილების სია უსასრულოდ შეიძლება გაიზარდოს და არასოდეს დასრულდეს.
სტუმართმოყვარე ადამიანები. ბელარუსთან განსხვავება ამ მხრივ ძალიან დიდია. მუდმივად სიხარულით მესაუბრებიან, სულ მზად არიან დახმარების აღმოსაჩენად. რა თქმა უნდა, არის ნეგატიური შემთხვევებიც ამ მხრივ, მაგრამ ქართველების სტუმართმოყვარეობა ყველგან იგრძნობა.
თავისუფლება. აქ არ გეშინია, რომ ხელისუფლების მისამართით წარმოთქმული ზედმეტი სიტყვის გამო, რამდენიმე საათში თავზე დაგადგებათ ვინმე, ვინც ამ ყველაფრისთვის პასუხს მოგთხოვთ. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა.
გემრიელი და კალორიული სამზარეულო. სია არ სრულდება არაჩვეულებრივი ხაჭაპურით. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ქუჩის კვება - საკონდიტროებსა და საცხობებში 1 და 2 ლარად შეგიძლიათ უგემრიელესი ეკლერის, ნამცხვის ნაჭრის დაგემოვნება. ამასთან, პური აქ განსაკუთრებულია, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ რამდენიმე კვირის შემდეგ გარშმოწერილობაში რამდენიმე სანტიმეტრით მეტი იქნებით.
ადამიანური მიდგომა უსახლკარო ცხოველებისადმი. ცხოვრელებზე აქ ზრუნავენ და ბელარუსისგან განსხვავებით, არ კლავენ მათ. საქართველოში ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია და თითქმის ყველა მათგანს ყურზე აქვს ბირკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლი სტერილური და აცრილია. ამიტომ აქ ხშირად დაინახავთ დიდ მძინარე ძაღლს შუა ტროტუარზე, რადგან მან იცის, რომ აქ მას საფრთხე არ ემუქრება.
მიმზიდველი პირობები ბიზნესისთვის. აქ საუბარია გადასახადებზე, საქართველოში ისინი ძალიან დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით: საქართველოში ინდივიდუალური მეწარმეების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დამოკიდებულია მეწარმის შემოსავალზე: ბრუნვა წელიწადში 100 000 ლარამდე - 1%; ბრუნვა 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე - 1% საშემოსავლო გადასახადი, პლუს დღგ უნდა იყოს გადახდილი (დღგ-ის განაკვეთი საქართველოში 18%); 500 000 ლარზე მეტი ბრუნვა წელიწადში - 20% საშემოსავლო გადასახადი და 18% დღგ. დამეთანხმებით, საქართველოში ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო უპირატესობა ბევრისთვის. თუ თქვენ გაქვთ მცირე შემოსავალი, მაშინ საერთოდ არ გჭირდებათ გადასახადის გადახდა.
საქართველო შედარებით იაფი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ყველაფერი იაფი არ არის და ყველგან არა, მაგრამ ზოგადად ეს ქვეყანა არ არის სასვე საფულეზე გათვლილი ქვეყანა. ტყუილად ა ჩამოდიან ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ბევრი საცხოვრებლადაც რჩება. 2022 წლის დასაწყისიდან ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც ხელმისაწვდომ და მიმზიდველ ქვეყნად რჩება.
საქართველოში ცხოვრების უარყოფითი მხარეები:
უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი ხელფასები. 2022 წლის დასაწყისში საშუალო ხელფასი აქ 1400 ლარია. უმუშევრობა აქ ძალიან მაღალია - ყოველი მეხუთე არ მუშაობს. ამიტომ იმედი ნუ გექნებათ, რომ თუ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავთ, როგორც უცხოელი სამსახურს მალე იშოვით, რადგან ადგილობრივსაც ძალიან უჭირს.
სახელმწიფო სკოლებში მარტო ქართულ ენაზე ასწავლიან. ჩამოსულებისთვის ეს პრობლემაა. მართალია, შეგიძლიათ კერძო სკოლების მომსახურებით ისარგებლოთ, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, თბილისში ახლა 4 კერძო სკოლაა, სადაც პროგრამა რუსულ ენაზეც აქვთ:
ბინის ქირის მაღალი ფასი. მითია, თითქოს სახლის ქირაობა საქართველოში კაპიკები ღირს. თბილისში ბინის ქირის მინიმალური ღირებულება 400 დოლარია და ეს ციფრები მატულობს და მატულობს, უსასრულობამდე. ამ დროს მინსკში ქირაობა ორჯერ ნაკლები დაგიჯდებათ. 2022 წლამდე ბინის ქირას 200-400 ლარში თავისუფლად ნახავდით.
უამრავი ნახევრად დანგრეული და ავარიული შენობა. თბილისშიც კი,შენობების დიდი ნაწილი მოწყენილად გამოიყურება, თითქოს ის არასდეს არავის გაურემონტებია. ჩამოვარდა ფასადის ნაწილი? არაუშავს! ჩნდება კითხვა - აპირებს კი ოდესმე ვინმე ამ პრობლემით დაინტერესდეს?
ყველგან ძაღლის ექსკრემენტები. თუ თბილისში თვეზე მეტხანს რჩები, ამ ამბავს უფრო მარტივად უყურებ, მაგრამ თავიდან ძალიან გიკვირს და 24/7-ზე თითის წვერებით დადიხარ, რომ ფეხი არ დაისვარო. თუ საღამოს გასეირნებას გადაწყვეტთ, უმჯობესია ფანრით გაანათოთ მიწა, რათა უსიამოვნებას არ გადაეყაროთ.
გრაფიტი ყველგან, სადაც შეიძლება და არ შეიძლება. ერთი შეხედვით, ეს ქართული კულტურის გამოვლინებდა შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ბოროტად სარგებლობაა ხატვით და საკმაოდ არაესთეტიურად გამოიყურება. თუმცა, ზოგან მართლა შედევრია გამოსახული. გრაფიტი შეგხვდებათ კედლებზე, ნაგვის ურნებზე, სკამებზე და ა.შ.