"მა­ტა­რებ­ლი­დან გა­მოს­ვლის მო­მენ­ტი­დან, პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე ძაღ­ლის ექ­სკრე­მენ­ტე­ბი იყო, ასე­ვე ბევ­რი ნა­გა­ვი და ჭუ­ჭყი“ - ბე­ლა­რუ­სი ბლო­გე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას აღ­წერს - კვირის პალიტრა

"მა­ტა­რებ­ლი­დან გა­მოს­ვლის მო­მენ­ტი­დან, პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე ძაღ­ლის ექ­სკრე­მენ­ტე­ბი იყო, ასე­ვე ბევ­რი ნა­გა­ვი და ჭუ­ჭყი“ - ბე­ლა­რუ­სი ბლო­გე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას აღ­წერს

ბე­ლა­რუ­სი ბლო­გე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას არა­ერთ ბლოგს უძღვნის. მას დე­ტა­ლუ­რად აქვს აღ­წე­რი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. გა­რე­მო, საჭ­მე­ლი, ქუ­ჩე­ბი, ხალ­ხი - ბლო­გერს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა­ფერ­ზე აქვს თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტუ­ლი­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს რჩე­ვებ­საც აძ­ლევს.

"მე მიყ­ვარს სი­სუფ­თა­ვე და აკუ­რა­ტუ­ლო­ბა. მინ­სკში ამი­სი პრობ­ლე­მა არ მქონ­და, მაგ­რამ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე შოკი მივიღე.

მა­ტა­რებ­ლი­დან გა­მოს­ვლის მო­მენ­ტი­დან, პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე ძაღ­ლის ექ­სკრე­მენ­ტე­ბი იყო, ასე­ვე ბევ­რი ნა­გა­ვი და ჭუ­ჭყი. ერთი პე­რი­ო­დი ვი­ფიქ­რე, რომ არას­წორ ად­გი­ლას ჩა­მო­ვე­დი, კი­დევ უფრო მერე ვფიქ­რობ­დი, რომ სა­ერ­თოდ შეც­დო­მით მა­ტა­რე­ბელ­ში ჩავ­ჯე­ქი.

სამი სი­ტყვა რომ მქონ­დეს თბი­ლი­სის ასაღ­წე­რად, ვი­ტყო­დი: უწეს­რი­გო­ბა, სიმ­კვეთ­რე, ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი:

უზო­მოდ ლა­მა­ზი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბა. აქ ასახ­სნე­ლიც არა­ფე­რია, სა­ქარ­თვე­ლო - ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა. აქ არის მთაც, ზღვაც, ტყეც და ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზეც. სწო­რედ ამი­ტომ იზი­დავს აქა­უ­რო­ბა ბევრ უცხო­ელს. ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბის სია უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს და არა­სო­დეს დას­რულ­დეს.

სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი. ბე­ლა­რუს­თან გან­სხვა­ვე­ბა ამ მხრივ ძა­ლი­ან დი­დია. მუდ­მი­ვად სი­ხა­რუ­ლით მე­სა­უბ­რე­ბი­ან, სულ მზად არი­ან დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად. რა თქმა უნდა, არის ნე­გა­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბიც ამ მხრივ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა ყველ­გან იგ­რძნო­ბა.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა. აქ არ გე­ში­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით წარ­მოთ­ქმუ­ლი ზედ­მე­ტი სი­ტყვის გამო, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თავ­ზე და­გად­გე­ბათ ვინ­მე, ვინც ამ ყვე­ლაფ­რის­თვის პა­სუხს მოგ­თხოვთ. სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნაა.

გემ­რი­ე­ლი და კა­ლო­რი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. სია არ სრულ­დე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­ჭა­პუ­რით. სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქუ­ჩის კვე­ბა - სა­კონ­დიტ­რო­ებ­სა და სა­ცხო­ბებ­ში 1 და 2 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ უგემ­რი­ე­ლე­სი ეკ­ლე­რის, ნამ­ცხვის ნაჭ­რის და­გე­მოვ­ნე­ბა. ამას­თან, პური აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ არ გა­გიკ­ვირ­დეთ თუ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ გარშმო­წე­რი­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რით მეტი იქ­ნე­ბით.

ადა­მი­ა­ნუ­რი მიდ­გო­მა უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი. ცხოვ­რე­ლებ­ზე აქ ზრუ­ნა­ვენ და ბე­ლა­რუ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ კლა­ვენ მათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უპატ­რო­ნო ძაღ­ლია და თით­ქმის ყვე­ლა მათ­განს ყურ­ზე აქვს ბირ­კა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძაღ­ლი სტე­რი­ლუ­რი და აც­რი­ლია. ამი­ტომ აქ ხში­რად და­ი­ნა­ხავთ დიდ მძი­ნა­რე ძაღლს შუა ტრო­ტუ­არ­ზე, რად­გან მან იცის, რომ აქ მას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მიმ­ზიდ­ვე­ლი პი­რო­ბე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის. აქ სა­უ­ბა­რია გა­და­სა­ხა­დებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისი­ნი ძა­ლი­ან და­ბა­ლია სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მათ შო­რის პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით: სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე­ე­ბის სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­ნაკ­ვე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მე­წარ­მის შე­მო­სა­ვალ­ზე: ბრუნ­ვა წე­ლი­წად­ში 100 000 ლა­რამ­დე - 1%; ბრუნ­ვა 100 000 ლა­რი­დან 500 000 ლა­რამ­დე - 1% სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი, პლუს დღგ უნდა იყოს გა­დახ­დი­ლი (დღგ-ის გა­ნაკ­ვე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში 18%); 500 000 ლარ­ზე მეტი ბრუნ­ვა წე­ლი­წად­ში - 20% სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი და 18% დღგ. და­მე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო უპი­რა­ტე­სო­ბა ბევ­რის­თვის. თუ თქვენ გაქვთ მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი, მა­შინ სა­ერ­თოდ არ გჭირ­დე­ბათ გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და.

სა­ქარ­თვე­ლო შე­და­რე­ბით იაფი ქვე­ყა­ნაა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი იაფი არ არის და ყველ­გან არა, მაგ­რამ ზო­გა­დად ეს ქვე­ყა­ნა არ არის სას­ვე სა­ფუ­ლე­ზე გათ­ვლი­ლი ქვე­ყა­ნა. ტყუ­ი­ლად ა ჩა­მო­დი­ან ტუ­რის­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან და ბევ­რი სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც რჩე­ბა. 2022 წლის და­სა­წყი­სი­დან ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ის მა­ინც ხელ­მი­საწ­ვდომ და მიმ­ზიდ­ველ ქვეყ­ნად რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი:

უმუ­შევ­რო­ბის მა­ღა­ლი დონე და და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი. 2022 წლის და­სა­წყის­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი აქ 1400 ლა­რია. უმუ­შევ­რო­ბა აქ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია - ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე არ მუ­შა­ობს. ამი­ტომ იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას გეგ­მავთ, რო­გორც უცხო­ე­ლი სამ­სა­ხურს მალე იშო­ვით, რად­გან ად­გი­ლობ­რივ­საც ძა­ლი­ან უჭირს.

სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლებ­ში მარ­ტო ქარ­თულ ენა­ზე ას­წავ­ლი­ან. ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის ეს პრობ­ლე­მაა. მარ­თა­ლია, შე­გიძ­ლი­ათ კერ­ძო სკო­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლოთ, მაგ­რამ ეს საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში ახლა 4 კერ­ძო სკო­ლაა, სა­დაც პროგ­რა­მა რუ­სულ ენა­ზეც აქვთ:

ბი­ნის ქი­რის მა­ღა­ლი ფასი. მი­თია, თით­ქოს სახ­ლის ქი­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პი­კე­ბი ღირს. თბი­ლის­ში ბი­ნის ქი­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 400 დო­ლა­რია და ეს ციფ­რე­ბი მა­ტუ­ლობს და მა­ტუ­ლობს, უსას­რუ­ლო­ბამ­დე. ამ დროს მინ­სკში ქი­რა­ო­ბა ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი და­გიჯ­დე­ბათ. 2022 წლამ­დე ბი­ნის ქი­რას 200-400 ლარ­ში თა­ვი­სუფ­ლად ნა­ხავ­დით.

უამ­რა­ვი ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი და ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა. თბი­ლის­შიც კი,შე­ნო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­წყე­ნი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თით­ქოს ის არას­დეს არა­ვის გა­უ­რე­მონ­ტე­ბია. ჩა­მო­ვარ­და ფა­სა­დის ნა­წი­ლი? არა­უ­შავს! ჩნდე­ბა კი­თხვა - აპი­რებს კი ოდეს­მე ვინ­მე ამ პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­დეს?

ყველ­გან ძაღ­ლის ექ­სკრე­მენ­ტე­ბი. თუ თბი­ლის­ში თვე­ზე მეტ­ხანს რჩე­ბი, ამ ამ­ბავს უფრო მარ­ტი­ვად უყუ­რებ, მაგ­რამ თა­ვი­დან ძა­ლი­ან გიკ­ვირს და 24/7-ზე თი­თის წვე­რე­ბით და­დი­ხარ, რომ ფეხი არ და­ის­ვა­რო. თუ სა­ღა­მოს გა­სე­ირ­ნე­ბას გა­და­წყვეტთ, უმ­ჯო­ბე­სია ფან­რით გა­ა­ნა­თოთ მიწა, რათა უსი­ა­მოვ­ნე­ბას არ გა­და­ე­ყა­როთ.

გრა­ფი­ტი ყველ­გან, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა. ერთი შე­ხედ­ვით, ეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­მოვ­ლი­ნებ­და შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბაა ხატ­ვით და საკ­მა­ოდ არა­ეს­თე­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. თუმ­ცა, ზო­გან მარ­თლა შე­დევ­რია გა­მო­სა­ხუ­ლი. გრა­ფი­ტი შეგ­ხვდე­ბათ კედ­ლებ­ზე, ნაგ­ვის ურ­ნებ­ზე, სკა­მებ­ზე და ა.შ.

განაგრძეთ კითხვა