"არ ენდოთ პირველ დიაგნოზს, აუცილებლად გადაამოწმეთ" - შერონ სტოუნი ამბობს, რომ დიაგნოზის არასწორად დასმისა და შეუსაბამო მკურნალობის შემდეგ ტკივილები უფრო გაუმძაფრდა - კვირის პალიტრა

"არ ენდოთ პირველ დიაგნოზს, აუცილებლად გადაამოწმეთ" - შერონ სტოუნი ამბობს, რომ დიაგნოზის არასწორად დასმისა და შეუსაბამო მკურნალობის შემდეგ ტკივილები უფრო გაუმძაფრდა

შე­რონ სტო­უ­ნი ქა­ლებს მო­უ­წო­დებს, რომ ექი­მის პირ­ვე­ლი­ვე დი­აგ­ნოზს არ ენ­დონ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ა­მოწ­მონ. მსა­ხი­ობ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ისა­უბ­რა სა­კუ­თარ მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მცდა­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მას და არას­წორ მკურ­ნა­ლო­ბას მოჰ­ყვა.

სტო­უნს არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია მისი პირ­ვე­ლა­დი დი­აგ­ნო­ზი და არც ის, თუ რა სა­ხის "არას­წო­რი პრო­ცე­დუ­რა" ჩა­უ­ტარ­და, მაგ­რამ გულ­შე­მატ­კივ­რებს ამ­შვი­დებს, რომ ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.

რო­გორც 64 წლის მსა­ხი­ო­ბი ყვე­ბა, მას ორ­ჯერ მო­უ­წია ანეს­თე­ზი­ის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ტკი­ვი­ლე­ბი მა­ინც უმწვავ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ სხვა ექიმ­თა­ნაც მი­სუ­ლი­ყო და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი ჰქონ­და დას­მუ­ლი. მას სი­ნამ­დვი­ლე­ში "დიდი ზო­მის ფიბ­რო­ი­დუ­ლი კარ­ცი­ნო­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ამოკ­ვე­თი­ლი­ყო".

ამ­გვარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, მსა­ხი­ო­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე“ თა­ვის გა­მომ­წე­რებს ურ­ჩევს, რომ პირ­ვე­ლი­ვე სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნას არ ენ­დონ.

sheron2-1667479587.jpg

"გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნებს მივ­მარ­თავ: ნუ­რა­ვის ააგ­დე­ბი­ნებთ თავს! სხვა მო­საზ­რე­ბა­საც მო­უს­მი­ნეთ, ამან შე­საძ­ლოა სი­ცო­ცხლე შე­გი­ნარ­ჩუ­ნოთ!“ - წერს ის.

მსა­ხი­ობ­მა და­ამ­შვი­და ფა­ნე­ბი და თქვა, რომ 4-6 კვი­რა­ში სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. ბო­ლოს კი, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მას­ზე ზრუნ­ვის­თვის.

მსა­ხი­ობ­მა, სტა­ტი­ის სქ­რინ­შო­თიც გა­ა­ზი­ა­რა, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლე­ბის­თვის არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რად უფრო ხში­რია, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბის­თვის. მარ­თლაც, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს, მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, ორ­ჯერ მეტი შან­სი აქვთ, რომ ექი­მებ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას მი­ა­წე­რონ მათი სიმპტო­მე­ბი, მა­შინ როცა რე­ა­ლუ­რად გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

"ქა­ლე­ბის არ სჯე­რათ და ეს იწ­ვევს მკურ­ნა­ლო­ბის შე­ფერ­ხე­ბას, არას­წო­რი ან გვი­ა­ნი დი­აგ­ნო­ზის დას­მას, არა­ე­ფექ­ტი­ან მკურ­ნა­ლო­ბას, რის­თვი­საც ისი­ნი ძა­ლი­ან მძი­მე სა­ფა­სურს იხ­დი­ან“, - ამ­ბობს სტა­ტი­ა­ში გა­რი­მა შარ­მა, ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის ექი­მი და კარ­დი­ო­ლო­გი.

ეს პირ­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რა არაა, რო­მე­ლიც შე­რონ სტო­უნს დას­ჭირ­ვე­ბია. 2001 წელს, მსა­ხი­ობს მკერ­დში "უზარ­მა­ზა­რი (კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი) სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დე­ბის" მო­სა­ცი­ლებ­ლად ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა დას­ჭირ­და. მკერ­დის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მსა­ხი­ობ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ექიმ­მა მას დიდი ზო­მის მკერ­დის იმპლან­ტე­ბი ჩა­უს­ვა მის და­უ­კი­თხა­ვად, რა­ზეც ის აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო.

მას შემ­დეგ, მსა­ხი­ობს ინ­სულ­ტიც აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, რა­მაც მის კა­რი­ე­რა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია და რო­გორც თვი­თონ ყვე­ბა, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უჭირ­და სა­მუ­შა­ოს პოვ­ნა. (წყარო)