"ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს - კვირის პალიტრა

"ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ბიზ­ნეს­მე­ნი ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

"ძვირ­ფა­სო ბ-ნო ბი­ძი­ნა,თუ მე დღეს თქვენ ამ წე­რილს გწერთ, იმი­ტომ არა, რომ თქვენ­გან ველი რა­ი­მე პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბას; არა­მედ იმი­ტომ, რომ მო­რა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვგრძნობ გი­თხრათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც თქვე­ნი ჩექ­მის მლო­კავ მრჩევ­ლებს და თქვენს ან­ტუ­რაჟს აქამ­დე უნდა ეთ­ქვათ, პა­ტი­ოს­ნე­ბა რომ ჰქო­ნო­დათ.ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში თქვე­ნი 10-წლი­ა­ნი ყოფ­ნი­სას, თქვენ მო­ი­ტა­ნეთ კო­რუფ­ცია და ნე­პო­ტიზ­მი, შო­ვი­ნიზ­მი და პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი, კრი­მი­ნა­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა; ისე და­ყა­ვით ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც არას­დროს და სი­ძულ­ვი­ლი და­ნერ­გეთ ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის, ახლო მე­ზობ­ლებს შო­რის, სტუ­დენ­ტებს შო­რის და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებს შო­რის, უპ­რე­ცე­დენ­ტო დო­ნე­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.თქვენ მი­ი­ტა­ცეთ სა­სა­მარ­თლო იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნით, რომ­ლე­ბიც ბრმად მიყ­ვე­ბი­ან თქვენს ინ­სტრუქ­ცი­ებს, ცი­ხე­ში კე­ტა­ვენ და დევ­ნი­ან თქვენს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რო­გორც თქვენს, ისე თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სა და თქვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს; თქვენ მი­ი­ტა­ცეთ სა­სა­მარ­თლო იმ იმე­დით, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ბით.

კარ­გით, ნუ გა­ი­ხა­რებთ სა­სა­მარ­თლოს კონ­ტრო­ლის­თვის, და გახ­სოვ­დეთ, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც არ გა­აჩ­ნი­ათ ეთი­კა, მო­რა­ლი და პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ხინ­ჯე­ბენ და აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, რათა დღეს თქვენს ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რონ, ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არა­ნა­ირ ერ­თგუ­ლე­ბა­სა და გულ­მო­წყა­ლე­ბას არ გა­მო­ი­ჩე­ნენ, რომ­ლე­ბიც გა­გა­სა­მარ­თლე­ბენ თქვენ და თქვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს და ცი­ხე­ში გიკ­რა­ვენ თავს, რო­გორც კი მთავ­რო­ბა შე­იც­ვლე­ბა; ჩვენ მოწ­მე­ნი ვართ თუ რო­გორ მო­იქ­ცნენ ასე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რო­დე­საც მათ­მა ყო­ფილ­მა უფ­რო­სებ­მა შე­ვარ­დნა­ძემ და სა­ა­კაშ­ვილ­მა და­კარ­გეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, და ამის მოწ­მე­ნი გავ­ხდე­ბით, რო­დე­საც თქვენ და­კარ­გავთ ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვე­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბა 3 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, მაგ­რამ არა­ვინ ახ­სე­ნებს იმ ზი­ანს, რო­მე­ლიც თქვენ თქვე­ნი პო­ლი­ტი­კით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას მო­უ­ტა­ნეთ, და ეს შე­ფა­სე­ბუ­ლია 15 მი­ლი­არ­დზე მეტ აშშ დო­ლა­რად, თუ 2013-2020 წლებ­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა დო­ლარ­ში გა­იზ­რდე­ბო­და სა­შუ­ა­ლოდ 7%-ით, ნაც­ვლად 0%-იანი ზრდი­სა, რო­მე­ლიც გვქონ­და. ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ეკო­ნო­მი­კა 4-ჯერ გა­ი­ზარ­და 9 წე­ლი­წად­ში, 2003 წელს 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­დან 2012 წელს 16 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე. პი­რა­დად თქვე­ნი და­ნიშ­ნუ­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ თქვე­ნი მთავ­რო­ბის "ბრძნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის“ გამო, 10%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გვექ­ნე­ბა 2022-ში. ვწუხ­ვარ, რომ იმე­დე­ბი უნდა გა­გიც­რუ­ოთ თქვენც და თქვენს მიერ და­ნიშ­ნულ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრსაც.

ეს ზრდა არ არის თქვე­ნი "ბრძნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის“ შე­დე­გი, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან არ შეც­ვლი­ლა, არა­მედ შე­დე­გია უკ­რა­ი­ნა­ში ომი­სა და ყვე­ლა იმ რუ­სი­სა, რომ­ლე­ბიც 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ცხა­ვენ თან­ხებს და რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი გად­მო­ი­ტა­ნეს ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად. შე­და­რე­ბი­სათ­ვის, სომ­ხე­თის ეკო­ნო­მი­კა, მი­უ­ხე­და­ვად მათი ომი­სა აზერ­ბა­ი­ჯან­თან ამ წელს, 13%-ით გა­იზ­რდე­ბა 2022 წლის ბო­ლომ­დე, რუ­სუ­ლი ფუ­ლის შე­მო­დი­ნე­ბი­სა და რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის წყა­ლო­ბით, რო­გორც სომ­ხე­თის ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გა­ნა­ცხა­და.

თქვე­ნი მთავ­რო­ბის არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა არ ყო­ფი­ლა ქვეყ­ნის წინსვლის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ ყვე­ლა ეს პო­ლი­ტი­კა შე­მუ­შა­ვე­ბულ იქნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვე­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში უფრო დიდ ხანს და­ტო­ვე­ბის­თვის. თქვენ და­ი­ქი­რა­ვეთ ათო­ბით ათა­სი უსარ­გებ­ლო ბი­უ­როკ­რა­ტი, უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი თქვენს პარ­ტი­ას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე არა­ფერს აკე­თე­ბენ გარ­და კომ­პი­უ­ტერ­ში "შო­ლი­ტა­ი­რე”-ის თა­მა­ში­სა, რო­გორც ვვა­რა­უ­დობ.თქვენ რე­გუ­ლა­რუ­ლად ასუბ­სი­დი­რებთ ზო­გი­ერთ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მო­სა­ვალს, რი­თაც ახა­ლი­სებთ ფერ­მე­რებს აწარ­მო­ონ არა­მომ­გე­ბი­ა­ნი კულ­ტუ­რე­ბი. თქვენ ქმნით სხვა­დას­ხვა სტე­რი­ლურ სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს, რი­თაც ტვირ­თად აწ­ვე­ბით ბი­უ­ჯეტს უზარ­მა­ზა­რი სეს­ხით; ყვე­ლა ეს პო­ლი­ტი­კა ასუს­ტებს ეკო­ნო­მი­კას და აღა­რი­ბებთ ქვე­ყა­ნას გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, მაგ­რამ თქვენ ეს სუ­ლაც არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, მა­ნამ, სა­ნამ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ხმას აძ­ლე­ვენ თქვენს პარ­ტი­ას არ­ჩევ­ნებ­ში.თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 10-წლი­ა­ნი ყოფ­ნის მან­ძილ­ზე, ასო­ბით ათა­სი ქარ­თვე­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და.

ხალ­ხი მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლის გამო არ მი­დის ემიგ­რა­ცი­ა­ში; ხალ­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ისი­ნი არ ენ­დო­ბი­ან მთავ­რო­ბას და ქვეყ­ნის მო­მავ­ლის იმედს კარ­გა­ვენ. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ არა მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ან მო­სახ­ლე­ო­ბის ღა­რი­ბი ნა­წი­ლი მი­დის ემიგ­რა­ცი­ა­ში, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი გა­მოც­დი­ლი ზედა რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბი ტო­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და მი­დი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ, რად­გა­ნაც აღარ აქვთ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის რწმე­ნა. თქვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი გახ­და ჩე­მოდ­ნე­ბის გა­ყიდ­ვა. თქვენ შექ­მე­ნით თქვე­ნი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­ტე­ლი­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნო, სა­ხე­ლად "ხალ­ხის ძალა“, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად იმე­ო­რებს ანტი-და­სავ­ლურ სლო­გა­ნებს, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­სა და მე­გობ­რებს და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის ელჩს, ქ.-ნ დეგ­ნანს.

თქვენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ანად­გუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­დი­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­სავ­ლეთ­თან ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად მო­წამ­ვლით, ტყუ­ი­ლე­ბი­თა და მა­ნი­პუ­ლა­ტო­რუ­ლი იმ გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ­ლებ­საც ავ­რცე­ლე­ბენ "ხალ­ხის ძა­ლის“ წევ­რე­ბი და თქვე­ნი სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი. თქვენ უბ­რა­ლოდ ცდი­ლობთ, რომ გა­და­ი­ტა­ნოთ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი პრო-და­სავ­ლუ­რი­დან პრო-რუ­სულ­ზე იმ იმე­დით, რომ ერთ-ორ წე­ლი­წად­ში შე­გეძ­ლე­ბათ გა­ნა­ცხა­დოთ, რომ, რო­გორც "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბა“, თქვენ მიყ­ვე­ბით უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­ჩე­ვანს და რომ უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს არა და­სავ­ლე­თი, არა­მედ რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა. ალ­ბათ ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა ხართ, რო­დე­საც მთავ­რო­ბა და­უ­მე­გობ­რდა ოკუ­პანტს და ზურ­გი აქ­ცია სა­კუ­თარ მო­კავ­ში­რე­ებს. ეს თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნია და ერთ დღეს შე­საძ­ლოა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლიც გახ­დეთ ქარ­თველ ხალ­ხთან; მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, რაც ნამ­დვი­ლად უნდა გეს­მო­დეთ, არის ის, რომ 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში თქვე­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ხალ­ხმა აირ­ჩია სრუ­ლად პრო-ევ­რო­პუ­ლი პროგ­რა­მის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მა­შინ წა­რად­გი­ნა თქვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ და დღეს­დღე­ო­ბით სრუ­ლად არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, ვი­ნა­ი­დან, იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ტი­კას ნერ­გავს, რის გა­მოც თქვენ აგირ­ჩი­ეს.

მოკ­ლედ, რომ ვთქვათ, თქვე­ნი 10 წელი სრუ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ტყუ­ილ­სა და სიც­რუ­ე­ზე. თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ თქვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.თქვენ იც­რუ­ეთ თქვე­ნი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, რომ გსურ­დათ სა­ქარ­თვე­ლო გე­ხი­ლათ ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში, დიახ, თქვენ აქამ­დეც და ახ­ლაც ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ, რაც თქვენს ხელ­შია, რომ შეც­ვა­ლოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი პრო-და­სავ­ლუ­რი­დან პრო-რუ­სულ­ზე. 2018 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ რა­უნდს შო­რის ტე­ლე­ვი­ზი­ით ქარ­თველ ხალ­ხს ევედ­რე­ბო­დით, რომ თქვე­ნი კან­დი­და­ტის­თვის ხმა მი­ე­ცა; თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ ისი­ნი, რო­დე­საც სთხო­ვეთ თქვენ­თვის მო­ე­ცათ ერთი წელი სი­ტუ­ა­ცი­ის სრუ­ლად გა­მო­სას­წო­რებ­ლად და კვლავ არა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ. თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი 2019 წლის ივ­ნის­ში, "გავ­რი­ლო­ვის ღა­მის შემ­დეგ“, და­პირ­დით 2020 წლის სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებს, მაგ­რამ, პი­რო­ბა ისევ და­არ­ღვი­ეთ.თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა 2021 წლის აპ­რილ­ში "შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის“ ხელ­მო­წე­რით და 3 თვის შემ­დგომ და­არ­ღვი­ეთ შე­თან­ხმე­ბა.

10 წლის მან­ძილ­ზე ატყუ­ებ­დით ინ­ვეს­ტო­რებს და ბიზ­ნეს­მე­ნებს, და­პირ­დით დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაგ­რამ, ამა­ვე დროს ავიწ­რო­ებ­დით სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­დე­საც ჩა­მო­ერ­თვათ ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბე­ბი, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, მათ­ზე რე­კე­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, თავს და­ესხნენ და და­ტო­ვეს სა­სა­მარ­თლოს მიერ მო­ტყუ­ე­ბულ­ნი და კა­ნო­ნის წი­ნა­შე სრუ­ლად და­უც­ველ­ნი.და ახლა თქვენს მიერ და­ნიშ­ნუ­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი იწ­ვევს უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს მრა­ვალ­მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი სხვა­დას­ხვა მსხვი­ლი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ასა­შე­ნებ­ლად, მა­შინ, რო­დე­საც თქვენ სის­ტე­მა­ტუ­რად უარს ამ­ბობ­დით და­გეც­ვათ უფ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გენ­დნენ და ხელი მო­ა­წე­რეს თქვენს მთავ­რო­ბას­თან მრა­ვალ­მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის აშე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბას და ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით აზა­რა­ლეთ ისი­ნი. 10 წლი­ა­ნი სიც­რუ­ის შემ­დეგ, თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სა და იმ ხალ­ხის გარ­და, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ სარ­გებ­ლო­ბენ თქვე­ნი კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი­თა და "გუ­ლუხ­ვო­ბით“, თქვე­ნი და თქვე­ნი მთავ­რო­ბის აღა­რა­ვის სჯე­რა ქარ­თულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.თქვენ სრუ­ლად და­კარ­გეთ ნდო­ბა და ერთი რაც დაგ­რჩათ არის გა­ნაგ­რძოთ ნისლში სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი." - წერს ფადი ასლი "ფე­ის­ბუქ­ში".

ambebi.ge