"სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ..." - რა სიახლეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ..." - რა სიახლეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის, ანა ჯა­ბა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჯა­ბა­ურ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გამ­სა­ხურ­დია სი­ტყვე­ბის და­მარ­ცვლით წარ­მოთ­ქმა­საც ცდი­ლობს.

"ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­სა და სა­სი­ცო­ცხლო კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მხრივ სტა­ბი­ლუ­რია. მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძი­მე ტრავ­მე­ბის შე­დე­გად თა­ვის ტვი­ნის ღრმა და­ზი­ა­ნე­ბა აქვს, რის გა­მოც, შე­ზღუ­დუ­ლი აქვს კოგ­ნი­ტი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბის ფონ­ზე, ორი პო­ზი­ტი­უ­რი მო­მენ­ტი მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ: ერთი, ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა არ უა­რეს­დე­ბა და არც სტაგ­ნა­ცი­ას გა­ნიც­დის - ძა­ლი­ან პა­ტა­რა, კუს ნა­ბი­ჯე­ბით, მაგ­რამ მა­ინც მი­ვი­წევთ წინ; მე­ო­რე -არ ვკარ­გავთ იმედ­სა და მოთ­მი­ნე­ბას და არა­სო­დეს არ ვწყვეტთ ბრძო­ლას, რაც მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი სა­წინ­და­რია. ამ ეტაპ­ზე, მა­გა­ლი­თად, ბგე­რე­ბის წარ­მოთ­ქმის, სი­ცი­ლი­სა და სხვა ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის უნარს და­ე­მა­ტა სი­ტყვე­ბის და­მარ­ცვლით წარ­მოთ­ქმის უნა­რიც”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ბა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კოლ­ხუ­რი კოშ­კის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სახ­ლში ვერ გა­დის.

"თით­ქმის, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, რაც ვიმ­ყო­ფე­ბით წე­რო­ვა­ნის მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხედ­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში. დღეს­დღე­ო­ბით, ეს გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან უფ­როა გა­მომ­დი­ნა­რე, ვიდ­რე აუ­ცი­ლებ­ლო­ბის­გან. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც უტარ­დე­ბა ცოტ­ნეს - ფი­ზი­ო­თე­რა­პია, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პია, ლო­გო­პე­დის სამ­კურ­ნა­ლო თე­რა­პია და სხვა შე­საძ­ლე­ბე­ლი და უკე­თე­სი­ცაა ტარ­დე­ბო­დეს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ვერ ვა­ხერ­ხებთ შინ დაბ­რუ­ნე­ბას და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია სა­ნამ­დე მოგ­ვი­წევს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ბა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მას თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, შემ­დეგ კი, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გამ­სა­ხურ­დი­ას დაჭ­რის ფაქ­ტზე რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს.