76 წლის შერი 36 წლის რეპერზეა შეყვარებული - წყვილი პაპარაცებთან პირველად გამოჩნდა - კვირის პალიტრა

76 წლის შერი 36 წლის რეპერზეა შეყვარებული - წყვილი პაპარაცებთან პირველად გამოჩნდა

მომ­ღე­რა­ლი, 76 წლის შერი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ის მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერ­სა და რე­პერს, 36 წლის ალექ­სან­დერ ედ­ვარდსს ხვდე­ბა, რო­მე­ლიც რე­პერ ემ­ბერ რო­უ­ზის ყო­ფი­ლი ბო­იფ­რენ­დია.

ინ­ფორ­მა­ცი­ას და­სავ­ლუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი, მათ შო­რის Daily Mail-ი ავ­რცე­ლებს. შე­რი­სა და ედ­ვარდსის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც და­სავ­ლეთ ჰო­ლი­ვუდ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას და­ა­ფიქ­სი­რეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რად რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არც ერთ მათ­განს არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

შე­რიმ და ედ­ვარდსმა ერ­თად ისა­დი­ლეს, ხოლო რო­დე­საც პა­პა­რა­ცე­ბი შე­ნიშ­ნეს, ერ­თმა­ნეთს ხელი ჩაჰ­კი­დეს. მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მი­სას კი ედ­ვარდსმა ქალს ხელ­ზე აკო­ცა.

ალექ­სან­დერ ედ­ვარდსი ემ­ბერ რო­უზს 2018 წლის სექ­ტემ­ბრი­დან ხვდე­ბო­და. გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში ედ­ვარდსმა აღი­ა­რა, რომ ემ­ბერს თორ­მეტ ქალ­თან უღა­ლა­ტა. მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, პა­რა­ლე­ლუ­რად მოს­წონს სხვა ქა­ლე­ბიც. ყო­ფილ ბო­იფ­რენ­დს ემ­ბერ­მა "ნარ­ცი­სი" უწო­და. წყვილს ერთი სა­ერ­თო ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც 2019 წელს და­ი­ბა­და.

ambebi.ge