"წაუფარებიათ ზეწარი და გადასვენებას ელოდებოდნენ. გო­გოს ჯერ ისევ ესინ­ჯე­ბო­და პულ­სი" - ქარელში ახალგაზრდა ქალი ხილის კრეფის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"წაუფარებიათ ზეწარი და გადასვენებას ელოდებოდნენ. გო­გოს ჯერ ისევ ესინ­ჯე­ბო­და პულ­სი" - ქარელში ახალგაზრდა ქალი ხილის კრეფის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რუ­ის­ში 31 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ნინო აბ­რა­მო­ვის ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდარ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფის პერ­სო­ნა­ლის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"ჩემი შვი­ლი ოჯახ­თან ერ­თად გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაწ­რეტ­ში ცხოვ­რობ­და, რუ­ის­ში კი დღი­ურ სა­მუ­შა­ო­ზე იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და ნაწ­რე­ტი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად და­დი­ო­და. მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბის გად­მო­ცე­მით, რო­დე­საც ბაღ­ში ხი­ლის კრე­ფის დროს ცუ­დად გამ­ხდა­რა, გა­მო­უ­ძა­ხი­ათ სას­წრა­ფო, სას­წრა­ფოს გარ­დაც­ვლი­ლად და­უ­ფიქ­სი­რე­ბია და აღა­რა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია ჩემი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

წა­უ­ფა­რე­ბი­ათ ზე­წა­რი და ასე იყო კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­დას­ვე­ნე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ჩვენ როცა ჩა­ვე­დით, გო­გოს ჯერ ისევ ესინ­ჯე­ბო­და პულ­სი და ჩვენ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ გორ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, სას­წრა­ფოს რომ დრო­უ­ლად გა­და­ეყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­დარ­ჩე­ბო­და. გააგრძელეთ კითხვა