"შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღე-ღამეში 840 ოკუპანტი და 28 ჯავშანმანქანა გაანადგურეს" - უკრაინის გენშტაბი - კვირის პალიტრა

"შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღე-ღამეში 840 ოკუპანტი და 28 ჯავშანმანქანა გაანადგურეს" - უკრაინის გენშტაბი

რუსმა ოკუპანტებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 840 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

"840 დამპყრობელი და 28 ჯავშანმანქანა დღეში - რეკორდი არაა, მაგრამ ძლიერი დარტყმაა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, რუსებმა ყველაზე მეტი დანაკარგი ლიმანის და ავდიივკას მიმართულებებით განიცადეს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2 750 ტანკს, 5 580 ჯავშანტექნიკას, 1 772 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 277 საბრძოლო თვითმფრინავს და 258 ვერტმფრენს, 4 174 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1 450 უპილოტო საფრენ აპარატს, 155 ერთეულ სპეცტექნიკას, 397 ფრთოსან რაკეტას.

IPN