ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. შემთხვევა სოფელ დოლოგანთან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები ბათუმისა და ქედის კლინიკებში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

04112022-2147-1667584069.30_REC.png

ადგილზე სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"