"თან ჰქოდნა საქართველოს დროშა... ბრალი დაუმძიმეს და ჩაუდეს ნარკოტიკი" - რა არის ცნობილი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქართველ გოგონაზე და რას წერს მასზე აფხაზური მედია (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"თან ჰქოდნა საქართველოს დროშა... ბრალი დაუმძიმეს და ჩაუდეს ნარკოტიკი" - რა არის ცნობილი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქართველ გოგონაზე და რას წერს მასზე აფხაზური მედია (ვიდეო)

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ხუმ­ში, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ა.თ. და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 29 წლის გო­გოს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა „მე­ფედ­რო­ნის“ ორი შეკ­ვრა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლის სა­ერ­თო წონა 10 გრამ­ზე მეტი იყო.

მას ასე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი და დრო­შა. აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, რომ გოგო, რო­მელ­საც ასე­ვე აქვს "აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა", და­ა­კა­ვეს და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დის­ტულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­ში ჩანს და­კა­ვე­ბუ­ლიც.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ა­აქ­ტი­უ­რონ ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ხაზი, მი­მარ­თონ სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­სა და თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მალე და­უბ­რუნ­დეს ოჯახს.

"ის ცხოვ­რობ­და სამ­ტრე­დი­ა­ში და ხში­რად გა­და­დი­ო­და აფხა­ზეთ­ში. მას თან ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, თუმ­ცა ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს და ჩა­უ­დეს ნარ­კო­ტი­კი. თუმ­ცა ეს არ არის პირ­ვე­ლი ამ­ბა­ვი, ჩვენ გვახ­სოვს ირაკ­ლი ვე­კუ­ას ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც ე.წ. აფხა­ზუ­რი დრო­შა დაწ­ვა, შემ­დეგ კი მას ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის მიზ­ნით ჩა­უ­დეს ია­რა­ღი. ეს აფხა­ზეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია. ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას მას, რა თქმა უნდა, არ მის­ცე­მენ. მას ეყო­ლე­ბა იქა­უ­რი ად­ვო­კა­ტი. ამი­ტო­მაც, შან­სი იმი­სა, რომ იმ ად­ვო­კატ­მა რამე მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თოს, არის ძა­ლი­ან მცი­რე". - ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა სუს-მა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, გა­ლის მცხოვ­რე­ბი ა.თ. უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს."სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი და ინ­ფორ­მა­ცია ა.თ-ის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას და ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს.

ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის მიერ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბის უკი­დუ­რე­სად დესტრუქ­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კა, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი, არ­თუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს. სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნოა და აღ­ნიშ­ნულ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას",- ნათ­ქვა­მი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.