"თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს, ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს" - რას ამბობს ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიაზე? - კვირის პალიტრა

"თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს, ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს" - რას ამბობს ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიაზე?

იტა­ლი­ურ­მა "ნა­პო­ლიმ" გუ­შინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა "ატა­ლან­ტას­თან" და ან­გა­რი­შით 1-2 და­ა­მარ­ცხა. მატჩში ტრავ­მის გამო, ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

თა­მა­შის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, "ნა­პო­ლის" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

"მძი­მე შეხ­ვედ­რა გა­მო­ვი­და. ყვე­ლა წერ­და, რომ ეს ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამი ქულა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იქ­ნე­ბო­და?! უფრო გა­ბე­დუ­ლად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ და გა­და­ცე­მე­ბი­სას ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვათ, ამას­თან შე­ტე­ვა­ში გა­დას­ვლას ვე­ცა­დოთ.

კვა­რა­ცხე­ლი­ას "ლი­ვერ­პულ­თან" შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ზურ­გი სტკი­ო­და. გუ­შინ ცხა­დი გახ­და, რომ თა­მაშს ვერ შეძ­ლებ­და, თუმ­ცა იმე­დი გვქონ­და, რომ აღ­დგე­ნას უფრო მალე მო­ა­ხერ­ხებ­და. ჩავ­თვა­ლეთ, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, თა­ნაც უვარ­ჯი­შე­ბე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მო­ე­დან­ზე შეშ­ვე­ბა სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის არას­წო­რი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და.

გა­სახ­დე­ლი შე­სა­ბა­მი­სად რე­ა­გი­რებს. რას იტყვი­ან ისი­ნი?!

თუმ­ცა, თქვენ­თვის სამ­ყა­რო კვა­რა­ცხე­ლი­ას გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს. ჩვენ სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც გვყავს...იხილეთ სრულად