"თავს დამესხა პიჯაკის გამო, რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო" - კვირის პალიტრა

"თავს დამესხა პიჯაკის გამო, რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო"

არსებული ინფორმაციით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.

როგორც მოქალაქე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, მას ავტობუსში კაცმა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით ემუქრებოდა.

არსებული ინფორმაციით, "პოსტის" ავტორი პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

„ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო, მეთქი - რა შენი საქმეა, მე რა მეცმევა - თქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი, სადაც 112-ში დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ, მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ, მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს, რადგან ცუდად ვარ ამას რო ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს»,- წერს მოქალაქე და დასძენს, რომ „ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ, ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა''.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

IPN