"იმედია, რაღაც გზას დავადგებით და სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცე­მენ ჩემს შვილს, თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ხე­დოს და გა­დარ­ჩეს" - კვირის პალიტრა

"იმედია, რაღაც გზას დავადგებით და სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცე­მენ ჩემს შვილს, თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ხე­დოს და გა­დარ­ჩეს"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ფი­ნი­შის ხაზს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ და ბო­ლოს და ბო­ლოს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ დას­კვნა და­ი­დე­ბა.

"ბო­ლოს და ბო­ლოს ამ ფი­ნი­შის ხაზს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით და იმე­დია, ეს დას­კვნა და­ი­დე­ბა, კარ­გი არა­ფე­რია ამ დი­აგ­ნო­ზებ­ში, მაგ­რამ რა­ღაც გზას და­ვად­გე­ბით ბო­ლოს და ბო­ლოს. იმე­დი მაქვს, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ის ხალ­ხი, ვი­საც ეკუთ­ვნის, რომ ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცე­მენ ჩემ შვილს, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ხე­დოს და გა­დარ­ჩეს...

იმე­დი მაქვს, რომ ჩა­ტარ­დე­ბა ის პრო­ცე­სი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხა­ნია ვე­ლო­დე­ბით და ალ­ბათ, მი­შას შე­სა­ხებ ლო­გი­კურ დას­კვნას მი­ი­ღე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პო­ლო­ნე­თის სე­ი­მის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, მალ­გოჟა­ტა გო­შევ­სკას კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ მის­ვლას.

"ძა­ლი­ან კარ­გია, რომ მალ­გოჟა­ტამ გაგ­ვახ­სე­ნა მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე და მას კი­დევ ერთხელ მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა, ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მან ჩვენ­თვის იმ რთულ წლებ­ში გა­ა­კე­თა. პო­ლო­ნეთს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს, ეს ძა­ლი­ან ძვე­ლი ამ­ბა­ვია“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.