"მიდი, მიდი, და­ახ­ვიე აქე­დან" - ამბოხებულმა მობილზებულმა ოკუპანტებმა სამხედრო ბანაკიდან გენარალი გააძევეს და პუტინის რეჟიმის დაშლა მოითხოვეს - კვირის პალიტრა

"მიდი, მიდი, და­ახ­ვიე აქე­დან" - ამბოხებულმა მობილზებულმა ოკუპანტებმა სამხედრო ბანაკიდან გენარალი გააძევეს და პუტინის რეჟიმის დაშლა მოითხოვეს

რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ყა­ზან­ში გაბ­რა­ზე­ბულ­მა მო­ბი­ლი­ზე­ბულ­თა ჯგუფ­მა სამ­ხედ­რო-სა­ვე­ლე ბა­ნა­კი­დან გე­ნე­რა­ლი გა­ა­ძე­ვა, შე­უ­ა­ცხმყო­ფე­ლი შე­ძა­ა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოკუ­პან­ტე­ბის ამ­ბო­ხე­ბის მი­ზე­ზი ლო­ჯის­ტი­კურ პრო­ბე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გახ­და. კერ­ძოდ, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ არ აქვთ საკ­ვე­ბი, გათ­ბო­ბა და წყა­ლი. ამას­თა­ნა­ვე, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ იმის გამო, რომ მათ ჟან­გი­ა­ნი, 70-იანი წლე­ბის ავ­ტო­მა­ტე­ბი მის­ცეს

მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლებ­მა ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს ბა­ნა­კი, რო­მელ­შიც გე­ნე­რა­ლი და ოფიც­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და გე­ნე­რალს ბა­ნა­კის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს.

"მიდი, მიდი, და­ახ­ვიე აქე­დან", - სკან­დი­რებ­დნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი.

ამის შემ­დეგ გე­ნე­რალ­მა კა­რა­ვი და­ტო­ვა. ის დი­ა­ლო­გის წა­მო­წყე­ბას უშე­დე­გოდ შე­ე­ცა­და. სა­ო­კუ­პა­ციო არ­მი­ის ოფი­ცერს სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბი ეს­რო­ლეს და "იდი ნა ..." - ის სკან­დი­რე­ბით გა­ა­ძე­ვეს ად­გი­ლი­დან. ამავდრო­უ­ლად, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლებ­მა პუ­ტი­ნის "რე­ჟი­მის დაშ­ლა" მო­ი­თხო­ვეს.

იხილეთ ვიდეო ლინკზე