"ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ. გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის დასამარცხებლად", - ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ, ევროკავშირისა და სოროსის პატრონაჟით, დიდი გაერთიანება კეთდებოდა, მაგრამ ერთობამ კრახი განიცადა.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

"უნგრეთიც საინტერესოა.

უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ.

გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ. გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის პოპულისტური პარტიის დასამარცხებლად - ნაციონალ პოპულარული იობიკიდან დაწყებული, ლიბერალები, სოციალისტები, მწვანეები და ა. შ. საერთო ოპოზიციური პრაიმერი გააკეთეს.

ასე შეარჩიეს მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერობის კანდიდატი. ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით.სულ ახლახანს, კრახით დასრულდა უიდეო ერთობა - ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.

კატასტროფიზმი პოპულიზმს ვერ ამარცხებს - უიდეო, მექანიკური გაერთიანებები და სოციალური ინჟინერია არ ამართლებს “, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.