"გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ..." - რას წერს გიორგი კეკელიძე? - კვირის პალიტრა

"გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ..." - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ნე­ა­პოლ­ში, "ნა­პო­ლის" თა­მაშ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბა და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მო­ი­ნა­ხუ­ლებს. ამის შე­სა­ხებ იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"გრან­დი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვი: 12 წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ნე­ა­პოლ­ში, "ნა­პო­ლის" თა­მაშ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბა და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­საც მო­ი­ნა­ხუ­ლებს. მათ­თან ერ­თად მეც ვიქ­ნე­ბი. გარ­და ამი­სა, 100 სა­უ­კე­თე­ოს სტუ­დენტს გალ­ფის სტი­პენ­დია და­ე­ნიშ­ნე­ბა თვე­ში 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ეს დიდი სა­ჩუ­ქა­რი კომ­პა­ნია გალ­ფის და არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის ფონ­დის ხელ­შე­წყო­ბით გა­ი­მარ­თა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ხელ­შე­წყო­ბით და ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­დგო­მით." - წერს კე­კე­ლი­ძე.