ვინ დაიმსახურა საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა IRI-ს გამოკითხულთა შორის? - კვირის პალიტრა

ვინ დაიმსახურა საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა IRI-ს გამოკითხულთა შორის?

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ყველაზე მეტ გამოკითხულს (88%) პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.

კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა კახა კალაძე 51%-ით, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 44 პროცენტით.

პერსონების მოწონების რეიტინგი ასე გამოიყურება:

პატრიარქი ილია მეორე - 88 %;

კახა კალაძე - 51%;

ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %;

ანა დოლიძე - 40 %;

სალომე ზურაბიშვილი - 38%;

დავით უსუფაშვილი - 38%;

ნინო ლომჯარია - 38 %;

გიორგი გახარია - 37%;

გიორგი ვაშაძე - 37%;

ბიძინა ივანიშვილი - 36%;

ირაკლი კობახიძე - 34%;

ელენე ხოშტარია - 33%;

მიხეილ სააკაშვილი - 33%;

შალვა ნათელაშვილი - 33%;

ნიკა მელია - 32%;

ხატია დეკანოიძე - 31%;

ალეკო ელისაშვილი- 30%;

მამუკა ხაზარაძე - 29%;

შალვა პაპუაშვილი - 28 %;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %;

ბადრი ჯაფარიძე - 23%;

გიგა ბოკერია - 17 %;

ხათუნა სამნიძე - 15 %.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა "IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

"ინტერპრესნიუსი"