IRI - ს კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" ხმას 25% მისცემდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%. - კვირის პალიტრა

IRI - ს კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" ხმას 25% მისცემდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%.

კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართულ იოცნება - დემოკრატიული საქართველო - 25%ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 3%გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2%დროა - ელენე ხოშტარია - 2%ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი - 2%ხალხისთვის - ანა დოლიძე - 2%გირჩი - 2%პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%ლელო - 1%მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%სხვები - 2%გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%ხმას არ მივცემდი - 6%არ ვიცი - 16%უარი პასუხზე - 7%.„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

"ინტერპრესნიუსი"