IRI - ს გამოკითხულთა რამდენი პროცენტი უჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას? - კვირის პალიტრა

IRI - ს გამოკითხულთა რამდენი პროცენტი უჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას?

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოკითხულთა 34% ცალსახად მხარს უჭერს, ასევე, 34% კი აღნიშნულს ცალსახად ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას?

გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

34% - ცალსახად მხარს უჭერს34%- ცალსახად ეწინააღმდეგება18%- გარკვეულწილად მხარს უჭერს8%- გარკვეულწილად ეწინააღმდეგება6%- არ ვიცი / პასუხი არ გასცაამასთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხული მხარდამჭერთა 65% ცალსახად მხარს უჭერს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 68% აღნიშნულს ცალსახად ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, პარტიების პრეფერენციის მიხედვით გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“:

• 65% - ცალსახად მხარს უჭერს;

• 23% - გარკვეულწილად მხარს უჭერს;

• 2% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;

• 7% - ცალსახად ეწინააღმდეგება;

• 3%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა;

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ :

• 7%- ცალსახად მხარს უჭერს;

• 11% - გარკვეულწილად მხარს უჭერს;

• 11% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;

• 68%- ცალსახად ეწინააღმდეგება;

• 3% - არ ვიცი / პასუხი არ გასცა;

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.