სამოყვარულო გოლფი ახალ სიმაღლეზე - კვირის პალიტრა

სამოყვარულო გოლფი ახალ სიმაღლეზე

5-6 ნოემბერს, Ambassadori Kachreti Golf Resort მა უმასპინძლა „საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის“ მთავარ ტურნირს - „Askaneli Taste and Play 2022“. ეს არის ტურნირი, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და პირველივე ივენთიდან იქცა როგორც გოლფერების, ასევე მრავალრიცხოვანი პარტნიორი ორგანიზაციების საყვარელ მოვლენად.

ორი დღის განმავლობაში, საუკეთესო ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენებმა ათამდე კატეგორიაში გამოავლინეს გამარჯვებულები. ჯილდოები დაიმსახურეს: სოფო კლიფორდმა, სოფო ტატიშვილი - გრიმლიმ, ზაურ გაბაიძემ, ქართლოს დიასამიძემ, მაკა გოცირიძე-პოუპმა, ხოლო საერთო ჩათვლაში პირველი ადგილები თამარ გერვეისს და ჯეიკ შუმახერს ერგოთ.

როგორც ნომინანტები, ასევე ყველა მონაწილე დასაჩუქრდნენ სპონსორების: Toyota Caucasia, Lexus, World Class, Askaneli Winery, Reforma Construction Management, GPC, Renew Active ს მიერ გამოყოფილი პრიზებით. საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ ბოქოლიშვილის მიერ დაანონსდა 2023 წლის პროგრამა, Golf 4Business Global, რომელიც უნიკალური მოვლენა გახდება სამოყვარულო გოლფის სამყაროში.