ყვავილების ხალიჩა დედამიწის ყველაზე მშრალ ადგილას - უდაბნოს მცენარეების მოულოდნელი აყვავება და შთამბეჭდავი ფოტოები
უჩვეულოდ ბევრმა ნალექმა, ჩილეში, ატაკამას უდაბნოს ყველაზე მოუსავლიან, უნაყოფო ადგილას მცენარეების აყვავება გამოიწვია. ყოველივემ ჩილეს მთავრობას უბიძგა, რომ ტერიტორიის დასაცავად ნაბიჯები გადაედგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიკმა გამოაცხადა, რომ ეს ადგილი დაცული ტერიტორიის სტატუსს მიიღებს.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი მონაკვეთი იმ ტერიტორიისა, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი ექნება და არ არის შემოსაზღვრული შესაბამისი არეალი. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი დედამიწის ყველაზე მშრალ ტერიტორიად მიიჩნევა.
"პრეზიდენტის განცხადება შესანიშნავი სიახლეა. ეს შეესაბამება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ ეკომეგობრული მთავრობა, რომელიც ადამიანებს და ბუნებას პირველ ადგილზე აყენებს", - განაცხადა ჩილეს გარემოს დაცვის მინისტრმა, მაისა როხასმა.
როხასი კლიმატის საკითხების მკვლევარია. ის ამბობს, რომ ადამიანებმა პატივი უნდა სცენ უდაბნოს მაშინაც კი, როცა ის "მიძინებულია", რადგან თესლი და ბოლქვები ჯერ კიდევ იქ არის და ელოდება ახალი ციკლის დაწყებას, რათა აღმოცენდეს და აყვავდეს. ცნობისთვის, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ატაკამას უდაბნოს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული მცენარეები აყვავდებიან ხოლმე და ყვავილების ულამაზეს ხალიჩას ქმნიან. არსებობს მშრალი და ნალექიანი ციკლი, რომელიც ატაკამას უდაბნოში მონაცვლეობს, თუმცა ახლა მშრალი ციკლი იყო და იქ ნალექის მოსვლას, შესაბამისად, მცენარეების აყვავებას არავინ როგნოზირებდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ გლობალურად მიმდინარე კლიმატის ცვლილებებმა ამ ადგილზეც მოახდინა გავლენა... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები