ყვავილების ხალიჩა დედამიწის ყველაზე მშრალ ადგილას - უდაბნოს მცენარეების მოულოდნელი აყვავება და შთამბეჭდავი ფოტოები - კვირის პალიტრა

ყვავილების ხალიჩა დედამიწის ყველაზე მშრალ ადგილას - უდაბნოს მცენარეების მოულოდნელი აყვავება და შთამბეჭდავი ფოტოები

უჩ­ვე­უ­ლოდ ბევ­რმა ნა­ლექ­მა, ჩი­ლე­ში, ატა­კა­მას უდაბ­ნოს ყვე­ლა­ზე მო­უ­სავ­ლი­ან, უნა­ყო­ფო ად­გი­ლას მცე­ნა­რე­ე­ბის აყ­ვა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ყო­ვე­ლი­ვემ ჩი­ლეს მთავ­რო­ბას უბიძ­გა, რომ ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ცა­ვად ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გა. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, გაბ­რი­ელ ბო­რიკ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ეს ად­გი­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სტა­ტუსს მი­ი­ღებს.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი ზუს­ტი მო­ნაკ­ვე­თი იმ ტე­რი­ტო­რი­ი­სა, რო­მელ­საც და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა და არ არის შე­მო­სა­ზღვრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი არე­ა­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ად­გი­ლი დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე მშრალ ტე­რი­ტო­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა.

"პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ახ­ლეა. ეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ვი­ყოთ ეკო­მე­გობ­რუ­ლი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს და ბუ­ნე­ბას პირ­ველ ად­გილ­ზე აყე­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ლეს გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრმა, მა­ი­სა რო­ხას­მა.

რო­ხა­სი კლი­მა­ტის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვა­რია. ის ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა პა­ტი­ვი უნდა სცენ უდაბ­ნოს მა­ში­ნაც კი, როცა ის "მი­ძი­ნე­ბუ­ლია", რად­გან თეს­ლი და ბოლ­ქვე­ბი ჯერ კი­დევ იქ არის და ელო­დე­ბა ახა­ლი ციკ­ლის და­წყე­ბას, რათა აღ­მო­ცენ­დეს და აყ­ვავ­დეს. ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ, ატა­კა­მას უდაბ­ნოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი აყ­ვავ­დე­ბი­ან ხოლ­მე და ყვა­ვი­ლე­ბის ულა­მა­ზეს ხა­ლი­ჩას ქმნი­ან. არ­სე­ბობს მშრა­ლი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ციკ­ლი, რო­მე­ლიც ატა­კა­მას უდაბ­ნო­ში მო­ნაც­ვლე­ობს, თუმ­ცა ახლა მშრა­ლი ციკ­ლი იყო და იქ ნა­ლე­ქის მოს­ვლას, შე­სა­ბა­მი­სად, მცე­ნა­რე­ე­ბის აყ­ვა­ვე­ბას არა­ვინ როგ­ნო­ზი­რებ­და.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გლო­ბა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­მა ამ ად­გილ­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები