"ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს"

მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს.

„მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც აშშ-ის კონსტიტუციით. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, მიგვაჩნია, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ასეთ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, - აღნიშნა ელჩმა.

IPN