"9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­მა ჩემი შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა გა­სა­ზღვრა. "მრგვალ­მა მა­გი­დამ“ არ­ჩევ­ნებ­ში რომ გა­ი­მარ­ჯვა, იმ ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი" - გია ხუხაშვილის ცხოვრების მთავარი ამბები - კვირის პალიტრა

"9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­მა ჩემი შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა გა­სა­ზღვრა. "მრგვალ­მა მა­გი­დამ“ არ­ჩევ­ნებ­ში რომ გა­ი­მარ­ჯვა, იმ ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი" - გია ხუხაშვილის ცხოვრების მთავარი ამბები

ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა მა­თე­მა­ტი­კის შეს­წავ­ლას წლე­ბი მი­უ­ძღვნა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ სპე­ცი­ა­ლო­ბით არ უმუ­შა­ვია, არა­და, დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის შემ­დეგ, სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და. რო­გორც ამ­ბობს, მა­თე­მა­ტი­კამ აზ­როვ­ნე­ბის და ანა­ლი­ზის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნა­რე­ბი შეს­ძი­ნა, მაგ­რამ არ ნა­ნობს, რომ საყ­ვა­რელ დარ­გს სა­ბო­ლო­ოდ უარი უთხრა.

"ან­გე­ლო­ზი არა­ვი­ნაა, შეც­დო­მე­ბი დაგ­ვიშ­ვია, გა­დაც­დო­მე­ბიც გვქო­ნია, მაგ­რამ "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი“ ყო­ველ­თვის და­სა­ცა­ვია... სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რეს­ზე მაღ­ლა არც პი­რა­დის და არც პო­ლი­ტი­კუ­რის და­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ "წი­თელ ხაზს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცოტა იცავს,“ - გვე­უბ­ნე­ბა გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ის ცოტა ხან­ში თა­ვი­სი ახა­ლი წიგ­ნით წარ­დგე­ბა, რო­მელ­საც ახლა დიდი მონ­დო­მე­ბით და ინ­ტე­რე­სით წერს.

მა­ნამ­დე კი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ambebi.ge-ს სტუ­მა­რია რუბ­რი­კა­ში "ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი“.

ბავ­შვო­ბის ნა­თე­ლი დღე­ე­ბი

- ვცხოვ­რობ­დი თბი­ლი­სურ მრა­ვა­ლეთ­ნი­კურ ეზო­ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავ­და. არ ვი­ყა­ვი ისე­თი ბავ­შვი, რო­მე­ლიც დროს ეზო­სა და თა­მაშ­ში ატა­რებ­და. საკ­მა­ოდ ღრმა პა­ტა­რა­ო­ბი­დან კი­თხვა მიყ­ვარ­და, თან იმ­დე­ნად, რომ დე­და­ჩე­მი ამის გამო ხში­რად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც კი გა­მოთ­ქვამ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეზო­ში ძა­ლით მიშ­ვებ­და. ღამე რომ არ მე­კი­თხა, სი­ნათ­ლეს მიქ­რობ­დნენ და რო­დე­საც წიგნს ვერ ვე­ლე­ო­დი, ხში­რად საბ­ნის ქვეშ, ფრა­ნის შუქ­ზე ჩუ­მად ვკი­თხუ­ლობ­დი.

...დი­დუ­ბე­ში ვცხოვ­რობ­დი, 60-იანი წლე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ექ­ტის ორო­თა­ხი­ან, მოკ­რძა­ლე­ბულ ბი­ნა­ში. მა­შინ ყვე­ლა ასე ცხოვ­რობ­და, რაც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს კი­დევ უფრო ჯან­საღს ხდი­და... ვი­ყა­ვით მე და ჩემი უფ­რო­სი ძმა. ის ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით ეზო­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და კი­თხვა ნაკ­ლე­ბად უყ­ვარ­და. დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა, ის სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა, სულ მოძ­რა­ობს, ად­გილ­ზე ვერ ჩერ­დე­ბა, უყ­ვარს ქე­ი­ფი, მე კი უმე­ტე­სად კა­მე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ.

ქუჩა, უბა­ნი და მა­თე­მა­ტი­კა

- მა­შინ ქუჩა არ იყო კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, შე­და­რე­ბით მშვი­დად ვცხოვ­რობ­დით. თუ რამ და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და, ამა­ზე მთე­ლი ქა­ლა­ქი ლა­პა­რა­კობ­და. ვსწავ­ლობ­დი უბან­ში­ვე, მე-100 სკო­ლა­ში. მერ­ვე კლას­ში კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში ჩა­ვა­ბა­რე და სწავ­ლა იქ გან­ვაგ­რძე.

მა­თე­მა­ტი­კა ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. კო­მა­როვ­ში იმი­ტომ აღ­მოვ­ჩნდი, რომ ეს სა­გა­ნი მიყ­ვარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და­ჩე­მი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა (იმ­ჟა­მად სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლა ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და), ჩემი გა­ვი­ტა­ნე, ხა­სი­ა­თი გა­მო­ვავ­ლი­ნე და მა­თე­მა­ტი­კურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. დედა გა­მოც­და­ზე რომ მიშ­ვებ­და, შინ ლო­ცუ­ლობ­და, რომ ჩავ­ჭრი­ლი­ყა­ვი. მაგ­რამ მისი სურ­ვი­ლი არ ახდა, და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი. შემ­დეგ იყო ას­პი­რან­ტუ­რა, დი­სერ­ტა­ცია.

დი­სერ­ტა­ცია მოს­კოვ­ში და­ვი­ცა­ვი, რად­გა­ნაც იმ­ჟა­მად ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო. თბი­ლის­ში გეგ­მე­ბით ჩა­მო­ვე­დი, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ვიდ­რე ამ გზას და­ვად­გე­ბო­დი, 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

შეც­ვლი­ლი გეგ­მე­ბი

- იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­ურ გა­რე­მო­ში, პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ხვდი, რო­მე­ლიც 9 აპ­რი­ლის ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია... ამი­ტომ, ისე მოხ­და, რომ საქ­მი­ა­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლო­ბით ვერ და­ვი­წყე. ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, მაგ­რამ არ ვფიქ­რობ, რომ მა­თე­მა­ტი­კის­თვის მი­ძღვნი­ლი წლე­ბი ამა­ოდ და­ი­კარ­გა... აზ­როვ­ნე­ბის ალ­გო­რით­მე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, რაც შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­მად­გა.

ცხე­ნოს­ნო­ბა

- სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში პა­რა­ლე­ლუ­რად ცხე­ნოს­ნო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, იპოდ­რომ­ზე დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი. იქ ყო­ველ დღე დი­ლას, 6 სა­ათ­ზე მივ­დი­ო­დი, ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, რამ­დე­ნი­მე ცხე­ნი გა­მომ­ყავ­და და ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, ვბან­დი, ვაჭ­მევ­დი. მერე ტან­საც­მელს გა­მო­ვიც­ვლი­დი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­ში ლექ­ცი­ებ­ზე მივ­დი­ო­დი. მეტ­საც გე­ტყვით, დიპ­ლო­მის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს იპოდ­რომ­ზე მის­ვლა ვერ გა­მოვ­ტო­ვე. მერე ჩა­ვიც­ვი პი­ჯა­კი და დიპ­ლო­მის დაც­ვა­ზე წა­ვე­დი... მოყ­ვა­რულ­თა დო­ღებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... მე­გობ­რე­ბის კარ­გი წრე მყავ­და, ხში­რად დავ­დი­ო­დით ლაშ­ქრო­ბებ­ში, იმ პე­რი­ოდ­თა­ნაც ბევ­რი კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს.

ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა

- 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­მა ჩემი შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა გა­სა­ზღვრა. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი გახ­ლდათ და მეც იმ წრე­ში აღ­მოვ­ჩნდი. და­ი­წყო ჩემი მე­გობ­რო­ბა გარ­კვე­ულ ჯგუფ­თან (თედო პა­ა­ტაშ­ვი­ლი, მე­რაბ ური­დია, მალ­ხაზ კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლი და სხვ.) სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. "მრგვალ­მა მა­გი­დამ“ არ­ჩევ­ნებ­ში რომ გა­ი­მარ­ჯვა, იმ ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი. მერე უზე­ნა­ეს საბ­ჭო­შიც აღ­მოვ­ჩნდი. სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­ში გახ­ლდით, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე თედო პა­ა­ტაშ­ვი­ლი იყო... გააგრძელეთ კითხვა