"საუბარია ტუბერკულოზზე, დემენციასა და კიდევ 34 დაავადებაზე" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"საუბარია ტუბერკულოზზე, დემენციასა და კიდევ 34 დაავადებაზე" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, გამოკვლევების მიხედვით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, ტუბერკულოზი და დემენცია დაუდგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაჭაპურიძემ განუცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

„სავარაუდო დიაგნოზებზეა საუბარი, ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის, ველოდებით. ეს არის ეჭვი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვგულისხმობ დემენციას და ტუბერკულოზს და კიდევ 34 დაავადებაზეა საუბარი“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.