"მქონია ვნებიანი რომანები, ორჯერ ვიქორწინე. 40 წლისამ კვლავ გადავწყვიტე გათხოვება და სწორედ აქ დავუშვი ბევრი შეცდომა" - კვირის პალიტრა

"მქონია ვნებიანი რომანები, ორჯერ ვიქორწინე. 40 წლისამ კვლავ გადავწყვიტე გათხოვება და სწორედ აქ დავუშვი ბევრი შეცდომა"

ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. ის სოციალურ ქსელში გამომწერებს, განსაკუთრებით კი - ქალბატონებს მიმართავდა, რომ ექი­მის პირ­ვე­ლი­ვე დი­აგ­ნოზს არ ენ­დონ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ა­მოწ­მონ. მსა­ხი­ობ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ისა­უბ­რა სა­კუ­თარ მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მცდა­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მას და არას­წორ მკურ­ნა­ლო­ბას მოჰ­ყვა.

სტო­უნს არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია მისი პირ­ვე­ლა­დი დი­აგ­ნო­ზი და არც ის, თუ რა სა­ხის "არას­წო­რი პრო­ცე­დუ­რა" ჩა­უ­ტარ­და, მაგ­რამ გულ­შე­მატ­კივ­რებს ამ­შვი­დებდა, რომ ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.

sheron2-1667901714.jpg

რო­გორც 64 წლის მსა­ხი­ო­ბი აცხადებდა, მას ორ­ჯერ მო­უ­წია ანეს­თე­ზი­ის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ტკი­ვი­ლე­ბი მა­ინც უმწვავ­დე­ბო­და. ამიტომ გა­და­წყვი­ტა, რომ სხვა ექიმ­თა­ნაც მი­სუ­ლი­ყო და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი ჰქონ­და დას­მუ­ლი. მას სი­ნამ­დვი­ლე­ში "დიდი ზო­მის ფიბ­რო­ი­დუ­ლი კარ­ცი­ნო­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ამოკ­ვე­თი­ლი­ყო".

"გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნებს მივ­მარ­თავ: ნუ­რა­ვის ააგ­დე­ბი­ნებთ თავს! სხვა მო­საზ­რე­ბა­საც მო­უს­მი­ნეთ, ამან შე­საძ­ლოა, სი­ცო­ცხლე შე­გი­ნარ­ჩუ­ნოთ!“ - წერს ის.

როგორც ცნობილია, 2001 წელს მსა­ხი­ობს მკერ­დში "უზარ­მა­ზა­რი (კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი) სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დე­ბის" მო­სა­ცი­ლებ­ლად ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა დას­ჭირ­და. მკერ­დის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სტოუნ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ექიმ­მა მას დიდი ზო­მის მკერ­დის იმპლან­ტე­ბი ჩა­უს­ვა, მის და­უ­კი­თხა­ვად, რა­ზეც მსახიობი აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო.

მას შემ­დეგ შერონ სტოუნს ინ­სულ­ტიც აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, რა­მაც მის კა­რი­ე­რა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია და, რო­გორც თვი­თონ ჰყვე­ბა, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უჭირ­და სა­მუ­შა­ოს პოვ­ნაც.

ბავშვობა

ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი პენსილვანიის შტატის ქალაქ მიდვილში 1958 წლის 10 მარტს დაიბადა. შერონის მშობლები 4 შვილის განათლებას დიდ ყურადღებას უთმობდნენ.

როგორც თავად მსახიობი იხსენებს, ბავშვობაში იგი საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, უყვარდა წიგნების კითხვა, თეატრი და ცხენით ჯირითი. სტოუნს ძალიან უყვარდა ცხენები და სკოლის გამოსაშვებ საღამომდე ცოტა ხნით ადრე, ჯირითისას, დაზიანებაც მიიღო. ამის გამო ყელზე მას ნაიარევიც ჰქონდა.

გოგონა მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდა. მან სკოლა ვადაზე ადრე დაასრულა და ხელოვნების უნივერსიტეტშიც ჩააბარა.

17 წლის ასაკში მომავალი მსახიობი დამატებით „მაკდონალდშიც“ მუშაობდა, მალე სამოდელო სააგენტოს შეთავაზება მიიღო და საცხოვრებლად პარიზსა და მილანში გადავიდა. მისი სიმაღლე 174 სმ იყო, სწორედ ამ სიმაღლის გამო, იგი პოდიუმზე ხშირად არ ჩნდებოდა, თუმცა, როგორც ფოტომოდელი, ძალიან მოთხოვნადი იყო.

პარიზში სტოუნი პიერ კარდენის წამყვან მოდელად იქცა. მან გოგონას „თეთრი ვარდი“ უწოდა. 1980-იანი წლების დასაწყისში შერონის ფოტოები ისეთი ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა, როგორებიცაა: „ვოგი“, „ელი“ და „ფლეიბოი“.

რამდენიმე წელში იგი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც პირველი როლი 1980 წელს ვუდი ალენის ფილმ „ვარსკვლავური მტვრის მოგონებებში“ შეასრულა. ამ ფილმის გადაღების შემდეგ სტოუნს ეპიზოდურ, მეორეხარისხოვან როლებზე მაინც იწვევდნენ. იგი ხშირად ჩნდებოდა სერიალებშიც.

1992 წელს გადაღებულ პოლ ვერჰოვენის ფილმის - „ძირითადი ინსტიქტის“ შემდეგ კი მისი კარიერული წინსვლაც დაიწყო. ამ ფილმით შერონ სტოუნი „ოსკარზეც“ იყო წარდგენილი. ამ წარმატებული როლის შემდეგ მსახიობს ფილმებში უკვე სილვესტერ სტალონესთან, სტიველ სიგალთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად იწვევდნენ.

sharon-stone-dans-basic-instinct-4821-1667901649.jpg

შერონ სტოუნი ჰოლივუდში ყველაზე ინტელექტუალურ მსახიობად მიიჩნევა, მისი ინტელექტის კოეფიციენტი 154-ს აღემატება, რითიც ალბერტ აინშტაინის მაჩვენებელს უტოლდება. რამდენიმე ჟურნალის გამოკითხვის თანხმად, შერონ სტოუნი მსოფლიოში ულამაზეს ქალად სახელდება. განსაკუთრებული სილამაზის გამო მას, ძირითადად, ეროტიკულ თრეილერებში იღებდნენ.

1999 წლიდან შერონ სტოუნი მეტწილად ინტელექტუალური ხასიათის ფილმებში ჩნდება. ფილმ „გლორიაში“ განსახიერებულმა მთავარმა როლმა მსახიობს „ოქროს გლობუსი“ მოუტანა. ფილმისათვის „ძლევამოსილი“ იგი კიდევ ერთხელ წარადგინეს „ოქროს გლობუსზე“.

მარტინ სკორსეზეს ფილმი „კაზინო“, სადაც შერონ სტოუნი შესანიშნავად თამაშობს, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რეჟისორმა კარგად შესრულებული როლისთვის სტოუნი პრესასთანაც შეაქო. როგორც რეჟისორმა განაცხადა, შერონმა მთელი ენერგია მთლიანად როლზე მუშაობას დაუთმო. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში შერონს ოქროს კაბა აცვია, რომელიც 20 კგ-ს იწონიდა. ამ როლისთვის სტოუნმა „ოქროს გლობუსი“ მიიღო და „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული.

კიდევ ერთი სახასიათო როლი 2000-იან წლებში მან ფილმ „ქალი-კატას“ გადაღებისას შეასრულა, სადაც ბიზნესლედი „სილამაზის ელექსირის“ აღმოჩენას ცდილობს.

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც დღესაც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდა თავის ტკივილებს. ექიმებმა მას თავში ანევრიზმა აღმოუჩინეს. 2001 წელს სტოუნმა ინსულტიც გადაიტანა. მან სწორედ ამის შემდეგ თქვა უარი ალკოჰოლსა და მოწევაზე. მსახიობს ასთმა და დიაბეტი აწუხებს.

sheron-1667901649.jpg

ავადმყოფობის გამო მას ბევრი პრობლემა შეექმნა. ვერ ეგუებოდა იმ ფაქტსაც, რომ ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ქალბატონის სტატუსს კარგავდა. როგორც თავად სტოუნი ამბობს, ამ რთულ პერიოდს ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების წესით დააღწია თავი. ინსულტმა მას სახეზეც დაუტოვა კვალი, ამიტომ მსახიობმა ფილერიც გაიკეთა. მას, დაახლოებით, 300-მდე ინიექცია გაუკეთეს.

„მჯერა, რომ ფიტნესი, ჯანსაღი კვება და, რაც მთავარია, ჯანსაღი ფიქრები, ჯანმრთელი და ლამაზი ცხოვრების საწინდარია. ბუნებრივია, ასაკი ყველას გვემატება და თავს იჩენს პრობლემები... გირჩევთ, მათ დასაძლევად ივარჯიშოთ და ჯანსაღად იკვებოთ... სტრესისგან თავის დასაღწევად ჩემთვის საუკეთესო გზა ბუდიზმია, ის სულის სიჯანსაღეს განაპირობებს...“ - განაცხადა მსახიობმა „კვირის პალიტრასთან“ წლების წინ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„მქონია ვნებიანი რომანები, როგორც ამერიკელებთან, ისე - უცხო ქვეყნების მამაკაცებთან. ამან საშუალება მომცა, უფრო ღრმად გამეცნო უცხო მამაკაცი და, შესაბამისად, ქვეყანა. ზოგიერთი მათგანი შემზარავ მოგონებად დამრჩა.

ორჯერ ვიქორწინე. პირველი ქმარი ძალიან კარგი პიროვნებაა, ახლაც ვმეგობრობთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს. 40 წლისამ კვლავ გადავწყვიტე გათხოვება, რადგან ძალიან მინდოდა შვილები და სწორედ აქ დავუშვი ბევრი შეცდომა. ეს იყო ჩემი ცხოვრების უძიმესი პერიოდი... ამ ქორწინებით კვლავ დიდი გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რომ სულაც არ იყო საჭირო, ტრადიციული გზით გავმხდარიყავი დედა და ორი ბიჭუნა ვიშვილე”, - აღნიშნა მსახიობმა „კვირის პალიტრასთან“.

პირადი ცხოვრება

კარიერის დასაწყისში, 1984-87 წლებში შერონ სტოუნის მეუღლე პროდიუსერი და სცენარისტი მაიკლ გრინბურგი იყო. 1993 წელს იგი პროდიუსერ უილიამ მაკდონალდზე დაინიშნა, თუმცა წყვილმა 1 წლის შემდეგ ნიშნობა გააუქმა.

1998-2004 წლებში სტოუნი მეორედ დაქორწინდა და მისი მეუღლე სამხედრო კორესპოდენტი, შემდეგ კი - San Francisco Chronicle-ს რედაქტორი ფილ ბრონშტეინი გახლდათ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მას ორსულობა 2-ჯერ შეუჩერდა, წყვილს შვილი ძალიან უნდოდა და მათ ბავშვი იშვილეს.

fil-1667901795.jpg
ფილ ბრონშტეინთან ერთად

2004 წელს ისინი დაშორდნენ, მსახიობმა 2 ბიჭუნა კიდევ იშვილა.

იგი ყოველთვის იქცევდა მამაკაცთა ყურადღებას. ქალს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ დევიდ დელუიზთანაც, რაცც მალევე დასრულდა.

sharon-stone-figlio-roan-gala-amfar-cannes-2021-q-1667901853.jpg
ვაჟთან ერთად

2016 წელს პრესაში გავრცელდა ფოტოები, სადაც შერონ სტოუნი სპორტულ აგენტთან - ლონი კუპერთან ერთად ოკეანის სანაპიროზე ისვენებდა, თუმცა მათ ურთიერთობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

2018 წელს პრესაში წერდნენ, რომ ჰოლივუდის მსახიობს 41 წლის იტალიელ ბიზნესმენ ანჯელო ბოფასთან ჰქონდა რომანი, თუმცა მალე გახდა ცნობილი, რომ მსახიობი 50 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი იტალიელი ჟურნალისტით - ენცო კურსიოთი იყო დაინტერესებული.

bofa-1667901648.jpg
ბიზნესმენ ანჯელო ბოფასთან ერთად

პრესა წერდა მსახიობისა და ახალგაზრდა მოდელის - მარტინ მიკას რომანის შესახებ. გამოქვეყნდა მათი ფოტოებიც, თუმცა ისინი მალე დაშორდნენ.

lairdstonequinnstonesharonstonefamilygbgmlaju2jrx-1667901649.jpg
მსახიობი მარტინ მიკასთან და ვაჟებთან ერთად

როგორც ცნობილია, ამჯერად ჰოლივუდის მსახიობი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.

შერონ სტოუნი საქართველოსაც სტუმრობდა. 2011 წლის 5 ივნისს მსოფლიოს ვარსკვლავი თბილისში ფილმის - "აგვისტოს 5 დღის" პრემიერაზე ჩამოვიდა.

sheronr-1667901649.jpg
შერონ სტოუნი მიხეილ სააკაშვილთან ერთად

"ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. საოცრად შთამბეჭდავი იყო, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო, მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე... შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი)... ქართველები თბილი და უშუალო ხალხი ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება. გავეცანი ქართულ სამზარეულოს, იგი მართლაც განსაკუთრებულია. გავისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის ულტრათანამედროვე რეზიდენცია ვნახე. მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ"- განაცხადა მსახიობმა საქართველოზე საუბრისას.

იხილეთ ასევე: შერონ სტოუნი: "მოგონებებს საქართველოზე გულით ვატარებ"