"გაოგნებული ვარ... იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას და, ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე" - ნინო ნადირაძე სააკაშვილის დიაგნოზების შესახებ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"გაოგნებული ვარ... იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას და, ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე" - ნინო ნადირაძე სააკაშვილის დიაგნოზების შესახებ ინფორმაციაზე

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნინო ნა­დი­რა­ძე-კუ­ზა­ნო­ვას გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნო­ზე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სას მეტი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო.

"გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, პა­ცი­ენ­ტის პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას ( ბა­ნა­ლუ­რი კა­რი­ე­სიც რომ იყოს), თუ ამა­ზე წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა არ გვაქვს, ხმას არ ვი­ღებთ და იუ­რის­ტე­ბი ისე აფ­რი­ა­ლე­ბენ ამ დე­მენ­ცი­ას, რო­მე­ლიც "აწი" უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნონ პა­ცი­ენტს, მა­თი­ვე სი­ტყვე­ბით, და, ფაქ­ტი­უ­რად, უუ­ნა­როდ აცხა­დე­ბენ მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, აი, რა იუ­რისპრუ­დენ­ცი­ულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში წე­რია, გვი­თხრან" - წერს ნა­დი­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ვა­რა­უ­დოდ, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და დე­მენ­ცია და­უდ­გინ­და.