"შეიძლება მართლა შეცდომა დავუშვი... არ მოველოდი საქართველოდან ასეთ ნეგატივს" - რას ამბობს ნინო ანანიაშვილი რუსეთში სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილებასა და შემდგომ ნათქვამ უარზე - კვირის პალიტრა

"შეიძლება მართლა შეცდომა დავუშვი... არ მოველოდი საქართველოდან ასეთ ნეგატივს" - რას ამბობს ნინო ანანიაშვილი რუსეთში სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილებასა და შემდგომ ნათქვამ უარზე

პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და­ვით გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­და. ხე­ლო­ვანს ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა არას­წორ დროს ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატ­რის და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლად წას­ვლა...

ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი:

"არ იყო არას­წო­რი დრო, რად­გან ბა­ლე­ტის სამ­ყა­რო სულ სხვაა. მთე­ლი ევ­რო­პა, ყვე­ლა ერთ საქ­მე­ში იყო, სა­ერ­თო საქ­მეს აკე­თებ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თი. ჩვე­ნი დრო არის ახლა. მე ვერ დავ­წერ ნა­ხატს, რო­მე­ლიც შე­ფას­დე­ბა 60 წლის შემ­დეგ, ბა­ლე­ტი ფას­დე­ბა დღეს და ახლა... ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა იცი­ან, რო­გორ არი­ან ჩემი მსა­ხი­ო­ბე­ბი? - არც ინ­ტე­რეს­დე­ბით, მარ­ტო ყვე­ლა­ფერს შო­რი­დან უყუ­რებთ. მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს აღე­ბუ­ლი ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

მე მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი უცხო­ე­თი­დან, რომ თე­ატ­რი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, ძა­ლი­ან დიდ ხელ­ფასს მთა­ვა­ზობ­დნენ. უარს ვამ­ბობ­დი, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში რაც შევ­ქმე­ნი, ამის და­ტო­ვე­ბა არ მინ­დო­და. თე­ატ­რის გახ­სნამ­დე წარ­მოდ­გე­ნა არ გქონ­დათ რა პი­რო­ბებ­ში ვი­ყა­ვით. კა­ბი­ნე­ტი არ მქონ­და. დათო დო­ი­აშ­ვილ­თან ბი­ჭე­ბის ტუ­ა­ლეტ­ში და აბა­ზა­ნა­ში შევ­დი­ო­დით...

რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას რუ­სე­თი­დან, ეს იყო იმ სპექ­ტაკ­ლე­ბის გაც­ვლა, რა­საც ვე­ღარ ვდგამთ აქ ფი­ნან­სუ­რად, მოგ­ვა­ქი­რა­ვებ­დნენ მი­ნი­მა­ლურ ხარ­ჯებ­ზე დე­კო­რა­ცი­ებს. მსა­ხი­ო­ბე­ბი იქაც იცეკ­ვებ­დნენ და აქაც. შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, მაგ­რამ ვთვლი­დი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ყვე­ლას­თვის კარ­გი. დად­გმე­ბის შე­დე­გად, რომ­ლე­ბიც აქაც გა­კეთ­დე­ბო­და და იქაც, ჩემი მსა­ხი­ო­ბე­ბის ხელ­ფა­სე­ბი გა­სამ­მაგ­დე­ბო­და. თან ეს იყო პან­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა იყო და­კე­ტი­ლი.

ნამ­დვი­ლად ვი­ცო­დი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და რის­კი... არ მო­მე­წო­ნა ის სი­ტუ­ა­ცია, რაც აქ აა­გო­რეს ქარ­თვე­ლებ­მა. სპორ­ტში რა­ტომ­ღაც ეს სხვა­ნა­ი­რად არის და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში - არა... ამ შემ­თხვე­ვა­ში მე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე იმი­ტომ, რომ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბად მი­ვიჩ­ნიე. მე აქ ვრჩე­ბო­დი, ისი­ნი არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ იქ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი...

ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­მა­ჩე­მია, უარი რომ ვთქვი და არ წა­ვე­დი... აქ რომ არ ატე­ხი­ლი­ყო ეს ამ­ბა­ვი და წავ­სუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­მეძ­ლო და ერთ წე­ლი­წად­ში უკან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, რომ ნე­გა­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არ მო­ვე­ლო­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან ასეთ ნე­გა­ტივს. მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მა­ინც გა­ი­გო და მხა­რი და­მი­ჭი­რა. მა­შინ სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ­დი. ახლა პან­დე­მი­ამ გა­და­ი­ა­რა და გას­ტრო­ლე­ბის აღ­დგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა".

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რომ გამ­ხდა­რი­ყო პირ­ვე­ლი ლედი (შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­უღ­ლე გრი­გოლ ვა­შა­ძე, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე იყ­რი­და კენ­ჭს), მა­შინ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და, ანა­ნი­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"რას მე­კი­თხე­ბით, ისეთ რა­ღა­ცას მე­კი­თხე­ბით... ამ დროს პო­ლი­ტი­კუ­რად სულ სხვა დატ­ვირ­თვა გაქვს, გან­ხილ­ვა­დიც არ იქ­ნე­ბო­და..."

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2021 წლის იან­ვარ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში, ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო დასს უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და. თუმ­ცა მალე ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრმა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც წერ­დნენ, რომ წი­ნას­წარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის დას­თან წარ­დგე­ნამ­დე, ეს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იყო, რის სა­ფუძ­ველ­ზეც კონ­ტრაქ­ტი შე­ა­ჩე­რეს.

"მთელ რიგ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი მიწ­ვე­უ­ლია სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლად ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში (НОВАТ). თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თვლის, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლის ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა კო­ლექ­ტი­ვის­თვის მის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­დგე­ნამ­დე - და­სის უპა­ტივ­ცემ­ლო­ბის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ამი­ტომ ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, შე­ვა­ჩე­როთ მას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის მოქ­მე­დე­ბა, ხსე­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის გარ­კვე­ვამ­დე“, - ვკი­თხუ­ლობ­დით ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხილეთ ვიდეო ambebi.ge-ზე