როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამინ­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

7-8 ნო­ემ­ბერს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია თბი­ლი, უნა­ლე­ქო და ქა­რი­ა­ნი ამინ­დი, ხოლო 9-10 ნო­ემ­ბერს ზო­გან იწ­ვი­მებს, ღა­მით მა­ღალმთა­ში მო­თოვს.ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +15, +20 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 7-8 ნო­ემ­ბერს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნის­ლი­ა­ნი და ზო­გან მცი­რე ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში +7, +12 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა. 9-10 ნო­ემ­ბერს გა­მო­ი­და­რებს, ღა­მის სა­ა­თებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს, ხოლო დღი­სით +15 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

თბი­ლის­ში 7-8 ნო­ემ­ბერს მცი­რე წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში +9, +11 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. 9-10 ნო­ემ­ბერს გა­მო­ი­და­რებს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ღა­მის სა­ა­თებ­ში +3, +5 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს, ხოლო დღი­სით +15 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.