ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა.

ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

მხარდაჭერილია ის შესწორებაც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი.

უფრო კონკრეტულად შესწორებაში წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა, ჯერ კიდევ განიცდის ზრუნვის ნაკლებობას, რაც აჩენს საფრთხეს მის სიცოცხლესთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"