"დედით ქართველი ვარ, მამით იტალიელი... ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე" - ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს - კვირის პალიტრა

"დედით ქართველი ვარ, მამით იტალიელი... ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე" - ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს

17 წლის, დე­დით ქარ­თვე­ლი, მა­მით იტა­ლი­ე­ლი ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო სა­ქარ­თვე­ლოს ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბით მსოფ­ლი­ოს აც­ნობს. ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა და ამ­ბობს, რომ დე­დის სამ­შობ­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს:

"მი­თხრეს რომ UNESCO-დან რე­კავ­დნენ. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდი­დე­სი სურ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, სა­პა­ტიო წო­დე­ბა მო­მე­ნი­ჭა... ჩემი ერთი ფოტო მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, მოძ­რა­ვი გა­მო­ფე­ნით იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნი­ლი. რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ ჩი­ნეთ­ში წარ­სდგა გახ­სნით. ფოტო, რო­მე­ლიც სულ მალე მსოფ­ლი­ოს მო­ივ­ლის და მსოფ­ლიო მა­ყუ­რე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რას, დიდ სი­ხა­რულს და სა­ა­მა­ყო შეგ­რძნე­ბას მგვრის" - ამ­ბობს ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო:

ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფი სა­კუ­თარ გეგ­მებ­სა და მიზ­ნე­ბე თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- მე ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო მალ­ვეს­ტუ­ტო ვარ, 17 წლის, მე­გობ­რე­ბი ნი­კო­ლოს მე­ძა­ხი­ან. დე­დით ქარ­თვე­ლი ვარ, ხოლო მა­მით იტა­ლი­ე­ლი. იტა­ლი­ა­ში და­ვი­ბა­დე და ჩემი ბავ­შვო­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­ში გა­ვა­ტა­რე. თუმ­ცა ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბიც ჩემს ორი­ვე სამ­შობ­ლოს თან ახ­ლავს. სკო­ლა­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­წყე სწავ­ლა და პირ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბიც აქ გა­ვი­ჩი­ნე. რო­გორც ორი, მშობ­ლი­უ­რი ენის მა­ტა­რე­ბელს ორი­ვე ქვეყ­ნის ის­ტო­რია და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის შეგ­რძნე­ბაც ვის­წავ­ლე, თუმ­ცა ამ სტა­ტი­ა­ში მსურს ვრცლად ვი­სა­უბ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ტკბილ წარ­სულ­ზე, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე და მო­ლო­დი­ნებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და ჩემს პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რას ეხე­ბა...

ჩემი მშობ­ლე­ბი, ყვე­ლა რე­სურსს და­უ­ზო­გა­ვად იყე­ნებ­დნენ, სა­ი­მი­სოდ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეს­წავ­ლა და ორი­ვე ენა კარ­გად მცოდ­ნო­და. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ შე­დე­გე­ბის ნა­წი­ლია, რომ ორი­ვე სამ­შობ­ლოს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გა­მო­ვარ­ჩევ, და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ორი­ვე ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს... 16 წელი აქ ვიზ­რდე­ბო­დი, არ­და­დე­გებ­ზე ჩემს მე­ო­რე სახ­ლში ოჯახ­თან ერ­თად, (იტა­ლი­ა­ში)ვა­ტა­რებ­დი დროს, ბე­ბი­ას­თან. 16-მა წე­ლი­წად­მა აქა­ურ გა­რე­მოს შე­მა­გუა, რად­გან უმე­ტეს­წი­ლად სხვადსხვა სფე­რო­ში, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დავ­დგი.

- ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა რო­დის და­ი­წყეთ?

- 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ფო­ტო­ე­ბის. პა­ტა­რა, ია­ფი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რით ვი­ღებ­დი, ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ღე­ბას ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბო­დი. ვფიქ­რობ­დი, მათი რე­აქ­ცი­ე­ბი უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბო­და. ეს კი უხერ­ხუ­ლო­ბას და დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და. 15 წლამ­დე ამ ჰო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბი­დან თა­რო­ებ­ზე არ­სე­ბულ ფი­რის კა­მე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ას სულ ვუ­ყუ­რებ­დი, მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბაც არ ვი­ცო­დი, თუმ­ცა ვი­ცო­დი ის, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მამა ფო­ტო­ებს იღებ­და, იღებ­და იტა­ლი­ას, აღ­ბეჭ­დავ­და ქყ­ვეყ­ნის ეს­თე­ტი­კურ მხა­რე­ებს და მას­ში არ­სე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რიც გვახ­ლავს ქუ­ჩის ფო­ტოგ­რა­ფია.

დღე­საც მის ნა­მუ­ევ­რებს რომ ვუ­ყუ­რებ თვალ­წინ იშ­ლე­ბა ის გა­რე­მო და მოვ­ლე­ნე­ბი, რაც 30-40 წლის უკან ევ­რო­პა­ში ხდე­ბო­და... მა­მამ მას­წავ­ლა პირ­ვე­ლად ფი­რის ფო­ტო­ა­პა­რატ­თან მუ­შა­ო­ბის ტექ­ნი­კა და შუქ­თან და­უფ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა. სწო­რე­დაც, რომ მის­გან ვის­წავ­ლე თე­ო­რი­უ­ლი მხა­რე რაც ფო­ტოგ­რა­ფი­ას შე­ე­ხე­ბო­და. შე­მორ­ჩე­ნი­ლი გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი, ფი­რე­ბით, ვი­ღებ­დი ყვე­ლა­ფერს. იქ გა­და­ვი­ღე ფირ­ზე იტა­ლია პირ­ვე­ლად. აგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით პირ­ვე­ლი, ციფ­რუ­ლი ია­ფი­ა­ნი ფოტო-აპა­რა­ტი ვი­ყი­დე. ტე­ლე­ფო­ნის მა­გივ­რად, ეს­თე­თი­კუ­რი ფო­ტო­ებს კა­მე­რით გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე, ისე რომ ციფ­რულ კა­მე­რა­შიც დი­დად ვერ ვერ­კვე­ო­დი.

- გა­მო­ფე­ნის "უხი­ლა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" ფო­ტო­ე­ბი რო­დის გა­და­ი­ღეთ?

- ბავ­შვო­ბი­დან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვი­ყა­ვი... 2019 წელს რო­დე­საც 15 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად და­ვი­წყე ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა, ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც ჩვენ ყო­ველ­დღე გვხდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში და მათ შემ­ჩნე­ვას, მათ ში­ნა­გან ქვეც­ნო­ბი­ერს არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას.. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი იყ­ვნენ თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ბაზ­რო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ი­მი­სოდ, რომ ჰქო­ნო­დათ თა­ვი­ან­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო... მეც შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი ვერ შე­მემ­ჩნია მა­ნამ, სა­ნამ არ და­ვი­წყებ­დი დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რი­ე­ბის გა­და­ღე­ბას სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რა­საც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბა­ვის მი­ტა­ნა.

ზამ­თა­რი იყო, თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცი­ო­და, დღე­სას­წა­უ­ლე­ბით­ვის სამ­ზა­დი­სი იყო, აქ გა­დავ­დგი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რომ და­მე­წყო ადა­მი­ნე­ბის გა­და­ღე­ბა და შე­მეც­ნო მათი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. ყო­ველ­დღე, სკო­ლის მერე მივ­დი­ო­დი თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ბაზ­რო­ბებ­ზე და იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ა­თებს ვა­ტა­რებ­დი. უმე­ტეს­წი­ლად, მათ გაც­ნო­ბას ვუ­ძღვნი­დი ჩემს დროს. რამ­დენ­ჯე­რაც კი ასეთ ად­გი­ლებ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, ხალ­ხი უკვე მიც­ნობ­და და ეს ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მგვრი­და. პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფოტო სწო­რე­დაც რომ ფირ­ზე გა­და­ვი­ღე, სა­დაც მამა და შვი­ლი, დახ­ლთან მუ­შა­ობ­დნენ. იდე­აც გა­მიჩ­ნდა, მათი სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლე­ბი მე­კი­თხა მათ­თვის. ქა­ღალდს ვაძ­ლევ­დი ისი­ნი კი თა­ვი­ანთ ში­ნა­გან სამ­ყა­როს წე­რი­ლო­ბით გად­მოს­ცემ­დნენ. ასე ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს და რო­გორც განძს ისე ვუფრ­თხილ­დე­ბი. იხილეთ სრულად