მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - რა წერია ევროპარლამენტის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტში? - კვირის პალიტრა

მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - რა წერია ევროპარლამენტის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტში?

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.

დღეს მიღებულ ვარიანტში, განსხავებით მანამდე გავრცლებული ტექსტისგან აღარ არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად დასახელებული.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა. ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

"ინტერპრესნიუსი"