მოპედი ქვეითს დაეჯახა - კვირის პალიტრა

მოპედი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მოპედი ქვეითს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედინაში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები თავისა და ფეხის არეში აქვთ მიღებული.

"ინტერპრესნიუსი"