რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ - რა იფორმაციას ავრცელებს "რია ნოვოსტი"? - კვირის პალიტრა

რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ - რა იფორმაციას ავრცელებს "რია ნოვოსტი"?

რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის მინისტრზე სერგეი შოიგუზე და უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელზე სერგეი სუროვიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

“შექმნილი ვითარების ყოველი მხრივ შესაფების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის მდინარე დმეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინახავთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა. ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე”, - თქვა სუროვიკინმა.

“რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სუროვიკინის ხერსონისა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვების შესახებ შეთავაზებას დათანხმდა.თემა:ომი უკრაინაში უკრაინა „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის მიერ უკ

"ინტერპრესნიუსი"