"რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს. ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს" - რას აცხადებს ალექსეი არესტოვოჩი? - კვირის პალიტრა

"რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს. ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს" - რას აცხადებს ალექსეი არესტოვოჩი?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსული ძალები უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს.

ის ხერსონის მოსახლეობას მიმართავს: „კეთილი იყოს სახლში დაბრუნება“.

"მოდი სწორად ვთქვათ: - რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს. ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს. იგი განდევნილია მძიმე ბრძოლებით, დანაკარგებით, მოწინააღმდეგის თავდაცვის მეთოდურად გაჭიანურებით, გადასასვლელებზე მუშაობით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით.

ძვირფასო ხერსონელებო, აი, ჩვენ ვბრუნდებით. აი თქვენ ბრუნდებით. კეთილი იყოს სახლში დაბრუნება”, - წერს არესტოვიჩი.

მისივე თქმით, ბრძოლა მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება და ამის შემდეგ სტაბილიზაციის ღონისძიებების რთული პერიოდი დადგება.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვების თაობაზე ბრძანება გასცა. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

"ინტერპრესნიუსი"