14 ათას ლარიანი ხელფასი და წინსწრებით დაფარული 82 ათას დოლარიანი სესხი - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ძმაა? - კვირის პალიტრა

14 ათას ლარიანი ხელფასი და წინსწრებით დაფარული 82 ათას დოლარიანი სესხი - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ძმაა?

2021 წლის 2 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით გი­ორ­გი ფან­გა­ნი აირ­ჩია. მან კო­მი­სი­ის წევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მე­ო­რე ვა­დით, მომ­დევ­ნო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კა­ვა. სე­მე­კის კო­მი­სია სულ 5 წევ­რის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ირ­ჩევს.

გი­ორ­გი ფან­გა­ნი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. იგი ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში 2005 წლი­დან საქ­მი­ა­ნობს. პირ­ვე­ლი ვა­დით კო­მი­სი­ის წევ­რად 2015 წელს აირ­ჩი­ეს. სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს ჰყავს მე­უღ­ლე და 6 შვი­ლი, ის ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ეკო ფან­გა­ნის ძმაა.

"ჩემი ძმა ჩემ­ზე უმ­ცრო­სია. 18 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მა­მი­და ვარ. ბავ­შვე­ბი ჩემ­ზე გიჟ­დე­ბი­ან. ერთ-ერთი ძმიშ­ვი­ლი ჩემს გულ­ზე გა­ი­ზარ­და, სულ გულ­ზე მეწ­ვი­ნა. ძა­ლი­ან ხში­რად არი­ან ჩვენ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად ხან სად დავ­დი­ვარ, ხან სად. დამ­ყავს ჩემი მე­გობ­რის შვი­ლებ­თან, სხვა­დას­ხვა სა­ბავ­შვო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე... გო­გო­ნა ყველ­გან ამ­ბობს – ეკო ფან­განს თუ იც­ნობთ, მისი ძმიშ­ვი­ლი ვარო. ძა­ლი­ან ამა­ყობს ჩე­მით!" - ამ­ბობ­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში...

ეკოს და გი­ორ­გის მამა დიპ­ლო­მა­ტი­ურ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და და თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს მთა­ვა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი იყო. ოჯა­ხი ან­კა­რა­ში ცხოვ­რობ­და და მა­შინ 90-იანი წლე­ბი იდგა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი იყო, თბი­ლის­ში რომ ეზო­ებ­ში ცე­ცხლს ან­თებ­დნენ და ჩა­იდ­ნე­ბით წყალს ადუ­ღებ­დნენ, არ იყო – შუქი, გაზი, წყა­ლი... ჩვენ ამ დროს თურ­ქეთ­ში კარ­გი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ მა­ინც არ მსურ­და იქ ყოფ­ნა. ჩემი სკო­ლა და მე­გობ­რე­ბი მე­ნატ­რე­ბო­და. ამი­ტო­მაც ვერ ავი­ტა­ნე იქ ყოფ­ნა და ცოტა ხან­ში წა­მო­ვე­დი. დავ­ბრუნ­დი უშუ­ქო­ბა­ში, ყინ­ვა­ში და უბე­დუ­რე­ბა­ში... ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან ვცხოვ­რობ­დი. ორი ბე­ბია და ბა­ბუა მყავ­და და თა­ნაბ­რად ვი­ყა­ვი ხან ერ­თგან და ხან მე­ო­რე­გან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რაც არის ბე­ბია-ბა­ბუ­ას წეს-ჩვე­უ­ლე­ბა და მეც ბევ­რად უფრო მე­ტად მა­ნე­ბივ­რებ­დნენ, ვიდ­რე მშობ­ლე­ბი. უფრო მე­ტად ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის გაზ­რდი­ლი ვარ. თურ­ქეთ­ში მხო­ლოდ ექ­ვსი თვე ვი­ყა­ვი. ჩემი მშობ­ლე­ბი ხუთი წელი იქ ცხოვ­რობ­დნენ და მე ზოგ­ჯერ ჩავ­დი­ო­დი ახალ წელს ან სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე" - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეკო ფან­გა­ნი. იხილეთ სრულად