“ყველაზე რთული იყო ჩემთვის მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალება..." - რას ყვება ნელი აგირბა თავის ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე? - კვირის პალიტრა

“ყველაზე რთული იყო ჩემთვის მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალება..." - რას ყვება ნელი აგირბა თავის ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე?

ტელეწამყვანი ნელი აგირბა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს და იმ უმძიმეს პერიოდზე ჰყვება.

როგორც ნელი აღნიშნავს, სიკვდილის სურვილი ახლახან, ნოას დაბადების შემდეგ დაამარცხა.

“ყველაზე რთული იყო ჩემთვის მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალება. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ვებრძოდი სიკვდილის სურვილს. ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იყო წასული და როდესაც ველოდებოდით, არ ჩამოვიდა. არ ვიცოდით, რატომ. ვიფიქრე, რომ გაისეირნა. დავიწყე რეკვა და აღმოჩნდა, რომ სასტუმროში ისევ ფიქსირდება. საბოლოოდ გავაღეთ კარები და აღმოჩნდა, რომ არ გვპასუხობს. ბოლომდე არ მჯეროდა და ექიმს ვითხოვდი.

როდესაც ვაცმევდი, მეგობარს ვთხოვე, რომ მარტო დავეტოვებინე. მოკლედ, მეგონა, რომ თუ ძალიან ვთხოვდი დაბრუნებას, დაბრუნდებოდა. ჩემი სურვილი იყო, როგორმე მომეხერხებინა და მეც აღმოვჩენილიყავი მასთან ერთად კუბოში. დარჩენა არ მინდოდა, მხოლოდ ვიცოდი, რომ ბავშვებს ვჭირდებოდი. ამ სამყაროსთან არაფერი აღარ მაკავშირებდა.

როდესაც იღვიძებ, ერთი წამით არ გახსოვს, რა ჯოჯოხეთში ხარ. სიკვდილის სურვილი ახლახან დავამარცხე, როდესაც ნოა დაიბადა. როდესაც სულ ფსკერზე ჩავედი, სწორედ მაშინ გავთავისუფლდი. მადლიერება ყველაფერს შველის. ჩემს თავს ვეუბნებოდი: მიყვარხარ, მიყვარხარ და ის მპასუხობდა: მადლობა. ბოლომდე დღესაც ვერ ვაცნობიერებ. როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი დავინახეთ, მაშინ ვიგრძენი პირველად, რას ნიშნავდა ერთობა”, – საუბრობს ნელი აგირბა.

ცნობისთვის, ნელი აგრირბას მეუღლე იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი, იგივე „ჩელე“ ცნობილი ინფექციონისტის, მარინა ენდელაძის ერთადერთი ვაჟი გახლდათ.