"გავგიჟდით, ხალხო. თან ისე გავგიჟდით, რომ უკვე გვიხარია ეს ამბავი" - რას წერს ნიკა ქავთარაძე? - კვირის პალიტრა

"გავგიჟდით, ხალხო. თან ისე გავგიჟდით, რომ უკვე გვიხარია ეს ამბავი" - რას წერს ნიკა ქავთარაძე?

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე თელავში ჩატარებულ ღონისძიებას ცოტა მოგვიანებით ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

7 ნოემბერს, თელავში ერეკლე მეორის 302 წლის იუბილე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ეპიცენტრი ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორია იყო, სადაც საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა, რომელშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რო­მელ­საც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც და­ეს­წრნენ.

საფესტივალო ტერიტორიაზე, სტუმრებმა მეფე ერეკლეს ცხოვრება და მოღვაწეობა ციფრული ფორმით ნახეს. მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ისტორიული, საგამოფენო სივრცეები იყო მოწყობილი... თემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა...

"გვიან ვწერ ხოლმე ასეთ თემებზე.

ერეკლეობას ეხება.

არც ღონისძიება მინახავს, არც სცენარი ვიცი და არც ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა.

ხოდა ამიტომ არ დამიწერია არაფერი იმაზე, რაზეც არაფერი ვიცი (ზოგადად კაია ეს მიდგომა;) )

ახლა მხოლოდ ერეკლეს როლის შემსრულებელზე და მის მიმართ აზვირთებულ დაცინვაზე მინდა გითხრათ ჩემი აზრი.

ეს ბიჭი (კაცი) არის მსახიობი, მოძრაობის თეატრიდან მახსოვს. არის ანიმატორიც, ჟონგლიორიც და მგონი კასკადიორიც.

არაა ცუდი ბიჭი და არც პროფესიონალი.

ვიზუალურად ეგეთია - წვერიანი.

ხოდა ის ამბავი, რომ ეს მსახიობი ერეკლეს არ ჰგავს, ყველაზე ნაკლებად ( საერთოდაც კი) არის ამ ადამიანის ბრალი.

ღონისძიებას ეყოლებოდა რეჟისორი და ის დაამტკიცებდა ვის ვინ უნდა განესახიერებინა.

ხოდა, მე პირადად სუპერ ქაჯობა მგონია ამ ბიჭის დაცინვა. თან რისთვის?! - ერეკლე II-ეს რომ არ ჰგავს მაგისთვის.

გავგიჟდით, ხალხო. თან ისე გავგიჟდით, რომ უკვე გვიხარია ეს ამბავი", - წერს ქავთარაძე.