"აპირებს თუ არა ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას?" - რას აცხადებს კვარაცხელიას აგენტი - კვირის პალიტრა

"აპირებს თუ არა ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას?" - რას აცხადებს კვარაცხელიას აგენტი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ნეაპოლის პოპულარულ სპორტულ გამოცემა Calcionapoli-სთან ისაუბრა და მათ შორის კვარაცხელიას მომავალსაც შეეხო.

მისი თქმით, ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

"სატრანსფერო ჭორები? მას ველაპარაკე და ნეაპოლში კიდევ რამდენიმე წლის გატარება სურს. ხვიჩას მთავარი მიზანი "ნაპოლისთან" ერთად ტიტულის მოგებაა, შემდეგ კი შეიძლება ახალი თავგადასავლის დაწყებაზე იფიქროს.

რაც შეეხება მოპარულ მანქანას, მსგავსი რამ ნებისმიერ ქალაქში ხდება, მთავარი ისაა, რომ პრობლემა მოგვარდა.

ითამაშებს თუ არა "უდინეზესთან"? ალბათ, პირველივე წუთიდან მოედანზე ყოფნას ვერ შეძლებს, მაგრამ დიდი შანსია, ითამაშოს" - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

შეგახსენებთ, სერია A-ს მე-15 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "უდინეზეს" მასპინძლობს. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, რის გამოც, გუნდს "ემპოლისთან" და "ატალანტასთან" შეხვედრაშიც ვერ დაეხმარა.

"ნაპოლისა" და "უდინეზეს" მატჩი 12 ნოემბერს, შაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

Sportall.ge