ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა

საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.

IPN