"მეუღლე სულ მეჩხუბება, სამსახურს ნუ გადაჰყევიო. შინაც მოსწავლეებზე ვლაპარაკობთ და ჩვენი შვილები სვამენ კითხვას, - თქვენს ცხოვრებაში ჩვენ სად ვართო?.." - კვირის პალიტრა

"მეუღლე სულ მეჩხუბება, სამსახურს ნუ გადაჰყევიო. შინაც მოსწავლეებზე ვლაპარაკობთ და ჩვენი შვილები სვამენ კითხვას, - თქვენს ცხოვრებაში ჩვენ სად ვართო?.."

ხვიჩა მაღლაკელიძის ჩაკეტილი ემოციები, იმპროვიზაცია და დაბრკოლებები, რომლებმაც გააძლიერა"ნაკლებად მეოჯახეა, გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას. უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, ცხოვრების აზრიც პროფესია და კარიერული წინსვლაა. უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა. ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძის ზოდიაქოს ნიშანია. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ცხოვრებისეული დიდი ცვლილებების ყოველთვის მეშინია. სამსახურის შეცვლა და მსგავსი რამ მაფორიაქებს. ვფიქრობ, რომ არ გამიმართლოს? ამიტომ ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად მაქვს. მიზანდასახული ვარ, ვიცი, რა მინდა, მოთმინების უნარიც მაქვს და ნელ-ნელა მივდივარ, გზაში სადმე რომ არ წავიფორხილო. ჩემს მეუღლეს უკვირს, როგორ შემიძლია საცობში ჩუმად და აუღელვებლად ვიდგე, როცა არის სიგნალები, გინება, ნერვიულობა..."

"მეუბნებიან: ე, ბიჭო, რა ჩუმად ხარ, ხმა ამოიღე, რამე მოჰყევი. ჩემი სამუშაო, ბევრ ხალხთან ურთიერთობა იმდენად მღლის, მგონი ინტროვენტი გავხდი. მარტოობა ზოგჯერ წამალივით კარგია. გუშინ ბათუმში ვიყავი, მატარებლით წავედი, სახლში რომ შევედი, არავისთვის დამირეკავს, ის სიწყნარე, მარტო ყოფნა ისე მესიამოვნა, ერთგვარი რელაქსი იყო..."

"ჩემი მეუღლისა და შვილებისთვის სიტყვა "მიყვარხარ" ძალიან ცოტაჯერ მითქვამს, ეს სენტიმენტები არ შემიძლია. ბათუმიდან დღეს დავბრუნდი, იქიდანაც მატარებლით ჩამოვედი. სტუდიაში აღარ წავედი. მინდა მეუღლეს მომზადებული კერძის სახით, სიურპრიზი დავახვედრო..."

"მეუღლე სულ მეჩხუბება, სამსახურს ნუ გადაჰყევიო. შინ რომ ვბრუნდები, მაშინაც მოსწავლეებზე ვლაპარაკობ. მეუღლე პედაგოგია, ისიც თავის ბავშვებზე ლაპარაკობს და ჩვენი შვილები სვამენ კითხვას, - თქვენს ცხოვრებაში ჩვენ სად ვართ?.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე