"ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩვენ მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს" - კვირის პალიტრა

"ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩვენ მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს"

თუკი ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან წელიწადში 50 მილიონ დოლარს აღემატება, მაშინ იქ მისი საელჩო იხსნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

"ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩვენ მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს", - აღნიშნა ბჟანიამ.

მანვე განაცხადა, რომ ბელრუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა, უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით.

ამასთან, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელმძღვანელობა „ქვეყნის“ სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ყველა საჭირო ზომას იღებს.

მისი თქმით, ეს ზომებია: ორგანიზაციული და საკადრო ხასიათის ღონისძიებები, სამობილიზაციო მზადყოფნის დონის ამაღლება, შეიარაღებული ძალების დამატებითი ტიპის იარაღის მიწოდება და სპეციალური ტექნიკა და ლოჯისტიკა.

მანამდე ბჟანიამ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, შეინარჩუნონ ჯარის სამობილიზაციო მზადყოფნა იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს „ქვეყნის“ უსაფრთხოებასა და დაცვას.

"ინტერპრესნიუსი"