"ჩემს თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა" - თეა ადეიშვილი რთულ პერიოდზე - კვირის პალიტრა

"ჩემს თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა" - თეა ადეიშვილი რთულ პერიოდზე

თეა ადე­იშ­ვილ­მა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ით წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ დიდი ხნის მან­ძილ­ზე წო­ნის გამო ძა­ლი­ან დიდი დის­კომ­ფორ­ტი ჰქონ­და. გარ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა, შე­ექ­მნა ფსი­ქი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­თხუ­ლობ­და მის მი­მართ წა­მო­სულ ბუ­ლინ­გის კამ­პა­ნი­ას და ოთახ­ში იკე­ტე­ბო­და. არ უშ­ვე­ლა დი­ე­ტებ­მა, ჯან­საღ­მა კვე­ბამ და ბო­ლოს გა­და­წყვი­ტა ჭარ­ბი წონა ოპე­რა­ცი­ით და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა...

თეა ადე­იშ­ვი­ლი:

- 2016 წელს, რო­დე­საც რუს­თა­ვი 2-ზე დე­ბა­ტე­ბი მიგ­ვყავ­და ოთხ ჟურ­ნა­ლისტს, მახ­სოვს, კახა კა­ლა­ძემ ერთ გა­და­ცე­მა­ში ოთხჯერ მი­თხრა, რას გავ­ხა­რო. ნიკა გვა­რა­მი­ამ რო­დე­საც მი­თხრა, წადი, პი­ჯა­კე­ბი მო­ი­ზო­მე, ეთერ­ში უნდა დაგ­სვაო, ვკი­თხე, ამ წო­ნა­ზე? - მი­თხრა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა წონა გაქვს, შენ რო­გორც მო­გე­წო­ნე­ბა შენი თავი, ჩა­იც­ვი და და­ჯე­ქი ეთერ­შიო... ბო­ლოს ეთერ­ში 110 კილო ვი­ჯე­ქი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, მქონ­და პრე­დი­ა­ბე­ტი, პრობ­ლე­მე­ბი გულ­ზე, ფსი­ქი­კას­თა­ნაც მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი. ჩემ თავს ვე­ღარ ვი­ტან­დი, სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა აღარ მინ­დო­და. რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი გა­და­ცე­მის წინ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვინც ჩემ სხე­ულ­ში იჯდა, იყო სხვა გოგო და ვინც ამას ატა­რებ­და, იყო სხვა ქალი და ეს ქალი არ მომ­წონ­და.

tea-1668146812.jpg

ჯან­სა­ღი კვე­ბით ვებ­რძო­ლე, დი­ე­ტე­ბი... ჩემ­თვის ადრე და­ძი­ნე­ბა და ვარ­ჯი­ში - ეს ამოგ­დე­ბუ­ლია... არა­ფერ­მა მიშ­ვე­ლა, და­ვიკ­ლებ­დი სამ კი­ლოს და ექვს ვი­მა­ტებ­დი. 95 კი­ლო­დან ჩავ­ვარ­დი პა­ნი­კა­ში. მარ­თლა პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი მე­მარ­თე­ბო­და. სა­შინ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. არ მინ­დო­და ჩემი თა­ვის და­ნახ­ვა და არ მინ­დო­და სხვას და­ვე­ნა­ხე.

tea-2-1668146870.jpg

შენ იყა­ვი პირ­ვე­ლი, ვინც მი­თხრა, რომ ბა­რი­ატ­რი­ის­კენ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მა­ნამ­დე ყვე­ლა დი­ე­ტო­ლოგ­თან და ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ­თან მი­მიყ­ვა­ნე... გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­აც მა­გას მე­უბ­ნე­ბო­და, ნიკა ამ­ბობ­და მარ­ტო, გვა­რა­მია, რომ მო­ვე­რე­ო­დი.

tea-2-1668146844.jpg

ოპე­რა­ცი­ას ში­შე­ბი ახ­ლდა, ვი­დე­ო­ე­ბიც გა­და­ვი­ღე, რომ ოჯახს ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დი, ეს იყო პირ­ვე­ლი ნარ­კო­ზი და ოპე­რა­ცია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა ბევ­რად უკვე ახალ­გაზ­რდად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი ვარ, ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, მგო­ნია, რომ ჟანგბა­დით და­ვი­ტე­ნე. მე აღარ ვარ­სე­ბობ­დი იმ რა­ღა­ცა­ში, რა­შიც ვი­ყა­ვი... გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო