"ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?" - რას ამბობს რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძის შესახებ - კვირის პალიტრა

"ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?" - რას ამბობს რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძის შესახებ

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" პარ­ტი­ის წევ­რებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა გრძელ­დე­ბა. და­პი­რის­პი­რე­ბაა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ ვინ უნდა იყოს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ამ კონ­ტექ­სტში ენმ-ს წარ­მო­მად­გენ­ლის, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რა­ზეც სა­უბ­რო­ბენ, რა­საც ღიად ეწი­ნა­აღ­მდგე­ბა მისი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი, რო­მან გო­ცი­რი­ძე,

გო­ცი­რი­ძე აქ­ვეყ­ნებს გი­ორ­გი ჩა­ლა­ძის მიერ 21 აგ­ვის­ტოს და­წე­რი­ლი პოს­ტის სქ­რინს.

"ზოგს ინ­ტე­ლექ­ტი აკ­ლია ( ან არ აქვს), ზოგი ვი­რეშ­მა­კაა. ზო­გიც უბ­რა­ლოდ კუ­პო­ნა, ან რაც გინ­დათ ის და­უ­ძა­ხეთ", - წერ­და იმ­ჟა­მად ჩა­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე", - წერ­და ჩა­ლა­ძე.

"ამ ადა­მი­ანს უნდა რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე გახ­დეს? დაგ­ვცი­ნით?", - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე და აღ­ნიშ­ნავს, რომ პრო­ცეს­მა "კო­მი­კუ­რი სახე" მი­ი­ღო. "ეს პოს­ტი, შე­ვარ­დნა­ძე-ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის დე­ზინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­აქ­ვეყ­ნა აგ­ვის­ტოს თვე­ში, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ.

კო­მი­კუ­რი სახე მი­ი­ღო უკვე პრო­ცეს­მა.

პარ­ტი­ა­ში უნდა ჩა­ტარ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ყვე­ლა რგო­ლი უნდა და­კომ­პლექტდეს ღირ­სე­უ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბით", - წერს გო­ცი­რი­ძე.

წყარო