"ერთხელ მკითხეს,ზარანდიას უარყოფითი გმირის როლზე თენგიზ არჩვაძე რატომ შეარჩიეო" - რას ამბობდა გიგა ლორთქიფანიძე ფილმზე? - კვირის პალიტრა

"ერთხელ მკითხეს,ზარანდიას უარყოფითი გმირის როლზე თენგიზ არჩვაძე რატომ შეარჩიეო" - რას ამბობდა გიგა ლორთქიფანიძე ფილმზე?

ნიკა წულუკიძის "ფეისბუქგვერდზე" პოსტში ვკითხულობთ:

გიგა ლორთქიფანიძე:

,,ერთხელ მკითხეს,ზარანდიას უარყოფითი გმირის როლზე თენგიზ არჩვაძე რატომ შეარჩიე და არა სხვა მსახიობიო.

ჯერ ერთი, თენგიზი ჩემი უსაყვარლესი მსახიობია მეთქი და მეორეც, თუ ზარანდია არ იქნება თუთაშხიას ღირსეული მეტოქე, პიროვნება, დაჯილდოვებული უამრავი საინტერესო თვისებით, ფილმი არასდროს შედგებოდა.

მუშნი არ არის უბრალოდ უარყოფითი გმირი, ამიტომ უნდა მიმეცა ეს როლი და მივეცი კიდეც ყველაზე მომხიბლავ მამაკაცს.

რომ არ ყოფილიყო მუშნი ზარანდია, არ იქნებოდა დათა თუთაშხია".

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები:

"გადასწია პიჯაკი და იები ამოიღო..." - როგორ იხსენებდა გურანდა გაბუნია დიდ სიყვარულს

"ის არასდროს უშვებდა კომპრომისს სინდისთან. იყო შმაგი და რაინდული! თავშეუკავებელი ვნებების გამოვლინებაში და დელიკატური!"

"ძლი­ე­რი წვი­მის დროს ნი­აღ­ვა­რი ბი­ნა­ში გვი­ვარ­დე­ბო­და... ჩემი აკ­ვნის მა­გივ­რო­ბას ჭერ­ში და­კი­დე­ბუ­ლი ჰა­მა­კი ას­რუ­ლებ­და"