"ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია - ქრისტიანები ხომ ხართ?" - რას ამბობს გრილოგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია - ქრისტიანები ხომ ხართ?" - რას ამბობს გრილოგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე?

ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ასე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია -"ქართული ოცნების" ლიდერშიპი რომ დაგვცინის, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, "ვივამედში", საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს „ყველაფერი სტიკივა, არც კუნთები აქვს“

"2 კვირის წინ შევედი სანახავად. ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ასე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს, არაფერი.

ყველაფერი სტკივა, კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოიყვანოთ, მასაჟისტი ვერ ეკარება, რადგან ყველაფერი სტკივა.

ვერ გავიგე, ეს "ქართული ოცნების" ლიდერშიპი რომ დაგვცინის და იძახის, რომ სააკაშვილის ისინი {ხალხი} პანიკას ტეხავსო, დალოცვილისშვილებო, პარლამენტის წევრები ხართ, გავიგე, რომ არ ხართ ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ პარლამენტის წევრები თუ არ ხართ, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი, რად უნდა ამას ნობელის პრემიის ლაურეანტების ჩამოყვანა" , - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

"ინტერპრესნიუსი"