"აბა, დადეთ რამე მრისხანე იდეა, თორემ დაგემხოთ თავზე "ნეპაბეძიმაია არმია" - ალეკო ელისაშვილი პრორუსებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"აბა, დადეთ რამე მრისხანე იდეა, თორემ დაგემხოთ თავზე "ნეპაბეძიმაია არმია" - ალეკო ელისაშვილი პრორუსებს მიმართავს

უკრაინელი სამხედროებს ქალაქ ხერსონში შესვლას საკუთარ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.

"როგორ ხართ პრორუსები, ხო ხართ მგლებივით? როგორ "აპრავებთ" ხერსონიდან გამოპანჩურებას? აბა, დადეთ რამე მრისხანე იდეა, თორემ დაგემხოთ თავზე "ნეპაბეძიმაია არმია". მალე სოხუმში და ცხინვალშიც გვენახოს საქართველოს დროშა!დიდება უკრიანას!დიდება საქართველოს!სიკვდილი რუს ოკუპანტებს!", - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.