"დღეს ნეაპოლში ხვიჩა გავიცანი" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კეკელიძე? - კვირის პალიტრა

"დღეს ნეაპოლში ხვიჩა გავიცანი" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კეკელიძე?

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა:

"დღეს ნეაპოლში ხვიჩა გავიცანი. გარდა დიდი საფეხბურთო ტალანტისა, საოცრად თავმდაბალი და კეთილი ბიჭია. აქ მარადონას შემდეგ მეორე კაცია, ქუჩებში თუ ჩაივლით, იოლად შეატყობთ გამოფენილ მაისურებს და სუვენირებს. კიდევ ის მოხდა, რომ კვარას თორმეტი წარჩინებული სტუდენტი შევახვედრეთ. და კიდევ: ნეაპოლში და რომში იანვარში ქართულ ბიბლიოთეკებს გავხსნით", - წერს "ფეისბუქზე" კეკელიძე