"დევნილთა სიიდან რომ ამომშალე, მანდ მაინც ჩაგესვი" - რა რეაქციები მოყვა კობა სუბელიანის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ფოტოს? - კვირის პალიტრა

"დევნილთა სიიდან რომ ამომშალე, მანდ მაინც ჩაგესვი" - რა რეაქციები მოყვა კობა სუბელიანის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ფოტოს?

ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი ახლა ამერიკაში ცხოვრობს. საქართველოდან და ქართული პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, სუბელიანი მაინც აქტიურად გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებზე საკუთარ აზრს და მაღალჩინოსნობის დროინდელ ამბებსაც იხსენებს. ამჯერად მან "ფეისბუქზე" ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად ყოფილი მინისტრები და ქართველი იუმორისტები არიან აღბეჭდილნი.

როგორც ირკვევა, ფოტო ანეკდოტების კონგრესზეა გადაღებული:

"ანეგდოტებისტების კონგრესი 2010 ვანო ჯავახიშვილი და ნიკა გრიგოლია ვერ მოვიდნენ", - აღნიშნავს სუბელიანი.

აღნიშნულ პოსტს ის იუმორისტები გამოეხმარნენ, რომლებმაც ფოტოზე საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინეს:

"დევნილთა სიიდან რო ამომშალე, მანდ მაინც ჩაგესვი" - წერს კობა ბარათელი

"და კიდე მე მეძახიან ნაცს" - ასე ეხმიანება ფოტოს კომენტარებში ნიკა ქავთარაძე.